ტარსილა დუ ამარალი
ტარსილა დუ ამარალი - დაიბადა 1886 წლის 1 სექტემბერს ბრაზილიაში მდებარე კაპივარის მუნიციპალიტეტში,მდიდარი მემამულისა და ყავის პლანტაციების მფლობელის ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ბრაზილიელ მხატვარ ქალსა და ბრაზილიური მოდერნიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს.ამარალი,ბავშვობაში,მშობლებმა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში წაიყვანა,სადაც მისი დაინტერესება მხატვრულმა ხელოვნებამ გამოიწვია და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ 1916 წელს,სან-პაულუში დაიწყო შესწავლა სამხატვრო ხელოვნებისა.1920 წელს გაემგზავრა პარიზში,რა დროსაც ჩააბარა ჟიულიანას სამხატვრო აკადემიაში.1922 წელს მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ ჯგუფურ სამხატვრო გამოფენაში.ბრაზილიაში დაბრუნების (1922 წელს) შემდეგ,დაუახლოვდა იმ დროისატვის ცნობილ ბრაზილიელ მწერლებსა და მხატვრებს,მათ შორის – ანიტა მალფატის,მარიო-დე ანდრადეს,ოსვალდო-დე ანდრადესა და სხვა ლიტერატორებსა თუ ხელოვანებს.მათ,ერთად ჩამოაყალიბეს ხელოვანთა ჯგუფი,სახელწოდებით – “ხუთეული”,რომელიც იქცა კიდეც თანამედროვე ბრაზილიური მოდერნისტული მოძრაობის სიმბოლოდ. (ავტორი გენია.ჯი) 1923 წელს,ტარსილა დუ ამარალი მცირე ხნით დაბრუნდა პარიზში.ამავე პერიოდში მიიღო გაკვეთილები ისეთი გამოჩენილი ფრანგი ხელოვანებისაგან,როგორებიც იყვნენ – ალბერ გლეზი,ანდრე ლოტა და ჟოზეფ ფერნან ანრი ლეჟე.მას,ძალიან იტაცებდა ფრანგული ხელოვნება და დიდ ინტერესაც გამოხატავდა ფრანგი ხელოვანების მიმართ.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,ოსვალდო-დე ანდრადესთან ერთად,მრავალი მოგზაურობა განახორციელა ბრაზილიის სხვადასხვა კუთხეებში,რა დროსაც შეისწავლა ადგილობრივთა წეს-ჩვეულებები და კულტურა.1926 წელს ტარსილა დუ ამარალისა და ოსვალდო-დე ანდრადეს წყვილი დაქორწინდა,რის შემდეგაც სამოგზაუროდ წავიდნენ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში.1926 წელს კი,პარიზში მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო,რომელმაც დამთვალიერებელში იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა.პარიზის გამოფენის შემდეგ,გამოფენა მოაწყო ბრაზილიის ქალაქებში,რიო დე ჟანეიროსა და სან-პაულუში.1930 წელს ტარსულა მეუღლეს გაეყარა.ამავე პერიოდში,იგი წინ აღუდგა ბრაზილიაში მოქმედ – ჟეტულიო ვარგასას დიქტატორულ რეჟიმს,რის გამოც დააპატიმრეს.თუმცა ერთ თვეში ციხიდან განთავისუფლებულ იქნა.ტარსილა დუ ამარალი გარდაიცვალა 1973 წლის 17 იანვარს,86 წლის ასაკში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში.მისი მოდერნისტული სურათები კი დღემდე ამშვენებს მსოფლიოს ბევრ ცნობილ გალერეასა და მუზეუმებს. (ავტორი გენია.ჯი)
ტარისლა დუ ამარალის შემოქმედება