“სიკვდილის ქარავანი”
“სიკვდილის ქარავანი” – ასეთი საშინელი სახელი დაუმკვიდრდა ისტორიაში სამხრეთ ამერიკული ქვეყნის – ჩილეს არმიის სპეცდანაყოფს,რომელიც თავის მხრივ ჩამოყალიბებულ იქნა 1972 წელს,ჩილეს დიქტატორი პრეზიდენტის – აუგუსტო ხოსე რამონ პინოჩეტ უგარტეს პირადი ბრძანების საფუძველზე.აღნიშნული სპეცდანაყოფი შედგებოდა ჩილეს არმიის რამდენიმე ოფიცრისაგან (რომლებმაც შემდგომ მთავრობაში დიდი თანამდებობები დაიკავეს).სათავეში – “სიკვდილის ქარავანს” ჩაუდგა ჩილეს არმიის გენერალი – სერხიო აურელიო,რომელსაც ოფიციალური დოკუმენტების ცნობით “ხელისუფლების მეთაურისა და მთავარსარდლის წარმომადგენელის პოსტი” ეკავა. (ავტორი გენია.ჯი) მათ უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენდა ჩილეს ციხეებში მყოფი იმ პატიმრების ლიკვიდაცია,რომლებიც ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები და შესაბამისად,ყველაზე დიდი საფრთხის მატარებლები იყვნენ “პინოჩეტის დიქტატორული რეჟიმისათვის”.”სიკვდილის ქარავანმა” პირველი დავალების შერულება 1973 წლის 30 სექტემბერს დაიწყო.აღნიშნულ დროს,გენერალი სერხიო აურელიო სპეცდანაყოფთან ერთად,ვერტმფრენების მეშვეობით იმ ციხეეებს “ესტუმრა”,რომლებიც პირდაპირ ჩილეს არმიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,მათ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ყველაზე აქტიური პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განადგურება და ისინიც,სწორედ იმ სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში მიდიოდნენ,სადაც ასეთი ხალხი ეგულებოდათ.დაწესებულებაში მისვლის დროს,აურელიო წარადგენდა თავის უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს,რის შემდეგაც ციხის ადმინისტრაციისაგან სასწრაფო წესით მოითხოვდა წინასწარვე შერჩეული პოლიტიკური პატიმრის სიკვდილით დასჯა.ასეთ შემთხვევებში “სასიკვდილო ბრძანებას” უმეტესად ციხის თანამშრომლები ასრულებდნენ.თუმცა მრავალ შემთხვევაში ეს საშინელი მისია”სიკვდილის ქარავანის” წევრების მიერვე სრულდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც არასასურველ პირს “მოიშორებდნენ”,გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს არავითარ შემთხვევაში არ უბრუნდებოდა და ყველასაგან უჩუმრად,მარხავდნენ გარე თვალისაგან შეუმჩნეველ ადგილას.როგორც ოფიციალური ცნობებიდან ირკვევა – “სიკვდილის ქარავანის” მსხვერპლი 70 ადამიანი გახდა.მათი საფლავები კი პინოჩეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ იქნა ნაპოვნი.აღნიშნული დანაყოფი იმთავითვე იქცა “პინოჩეტის სისხლიანი რეჟიმის” მიერ ჩადენილი რეპრესიების ერთ ერთ უმთავრეს სიმბოლოდ. 1998 წელს,მაშ შემდეგ,რაც საყოველთაოდ ცნობილმა ესპანელმა მოსამართლე – ბალთაზარ გარსონი გაეცნო მასალებს ჩილეში “სიკვდილის ქარავანის” მიერ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებებისა და მათ კავშირს ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთან,საჯაროდ წამოაყენა წინადადება ჩილეს ექს-დიქტატორის პინოჩეტის და მისი თანამზრახველების გასამართლებისა.აღნიშნულმა ფაქტმა,ჩილეში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.ამას თან დაერთო,ჩილეს არმიის ყოფილი გენერლის – ხოაკინ ლაგოსას საჯარო განცხადება – “სიკვდილის ქარავანის” მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ.მისივე განცხადების თანახმად,”სიკვდილის ქარავნის” წევრები,აუგუსტო პინოჩეტის პირადი ბრძანების საფუძველზე,განსაკუთრებული სადიზმითა და სისასტიკით,ფიზიკურად ანადგურებდნენ დაპატიმრებულ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს.ამის თვითმხილველი კი თავად ხოაკინ ლაგოსა გახლდათ.საბოლოო ჯამში,ათწლეულების გასვლის შემდგომ 2008 წელს,დაკავებულ იქნა “სიკვდილის ქარავანის” ხელმძღვანელი – სერხიო აურელიო,რომელსაც სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.თუმცა,ჯანმრთელობის გაუარესების გამო,იმავე წელს იქნა განთავისუფლებული.გარდა ამისა,გასამართლებულ იქნა იმავე დანაყოფის რამდენიმე ოფიცერიც.მანამდე კი 36 ადამიანის გატაცებაში,ერთ მკვლელობასა და ნარკობიზნესში,ბრალი დასდეს უმთავრეს შემოქმედს ზემოაღნიშნული დანაშაულებებისა – აუგუსტო პინიჩეტსაც,თუმცა ბრალის წაყენებიდან მალევე 2006 წლის 10 დეკემბერს,მძიმე ინფარქტის შედეგად იგი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.”სიკვილის ქარავანი” კი,არა მარტო ჩილეში,არამედ ზოგადად,დღემდე ასოცირდება “პინოჩეტის რეჟიმის” საშინელი მმართველობის ეპოქასთან.იმ ეპოქასთან,რომელშიც ათასობით ადამიანი განადგურდა,რომელთა ნაწილის საფლავი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)
სერხიო აურელიო და აუგუსტო პინოჩეტო
“პინოჩეტის რეჟიმის” და “სიკვდილის ქარავანის” მიერ მოკლულთა სასაფლაო (თანამედროვე პერიოდი)