მიგელ დე უნამუნოს მიმართვა – გენერალ ასტრაის…
დიდი ესპანელი ესეისტი,ნოველისტი,დრამატურგი,პოეტი და ფილოსოფოსი - მიგელ დე უნამუნო (1864-1936 წლები),იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა,რომელთათვისაც სამშობლოსა და მისი ერის ბედი უდიდეს სატკივარს რომ წარმოადგენდა.იგი აღშფოთებული გახლდათ ესპანეთში განვითარებული სამოქალაქო ომის გამო.გარდა ამისა,უკმაყოფილებას გამოხატავდა ესპანელი გენერლისა და დიქტატორის – ფრანსისკო ფრანკოს მიმართ და ამას არც მალავდა. (ავტორი გენია.ჯი) 1936 წელს,სალამანკას უნივერსიტეტს (სადაც თავად გახლდათ რექტორი) სტუმრად ეწვივნენ ფრანკოს არმიის გენერალი ასტრაი და ფრანსისკო ფრანკოს მეუღლე – კარმენ პოლო. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს ქვეყანაში საშინელი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.აღნიშნული მოვლენით გაღიზიანებული უნამუნო – სტუდენტების,ფრანკოს მეუღლისა და სხვა დამსწრეების თანდასწრებით გენერალ ასტრაისთან დისკუსიაში ჩაერთო,რაც ერთობ წარმოუდგენელი ფაქტი გახლდათ.რადგან იმ პერიოდში ვერავინ ბედავდა ფრანკოსა და მისი თანამებრძოლების პირისპირ გაკრიტიკებას.დისკუსია მალევე მწვავე კამათში გადაიზარდა,რა დროსაც გაღიზიანებულმა მიგელმა გენერალ ასტრაის ფეხზე წამოუხტა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
” – ვხედავ სერვანტესის არ იყოს,თქვენც ომის ხეიბარი ხართ,ოღონდ,მიგელისაგან განსხვავებით,ვაჟკაცობა არ გყოფნით,სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და იმასაც ვხედავ,რომ აზრი არა აქვს,თქვენ ესპანეთის სიყვარულზე გელაპარაკოთ”.
P.S. მიგელ დე უნამუნომ კარგად უწყოდა,რომ ასეთი ქმედებით საკუთარ განაჩენს აწერდა ხელს,თუმცა დუმილი დანაშაულად მიიჩნია და ყოველივე წარმოსთქვა,რაც გულს უკლავდა.სწორედ ამ დღის მერე წავიდა უნამუნოს ბედი უკუღმა.იგი მალევე გაანთავისუფლეს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდანაც… (ავტორი გენია.ჯი)