მდინარე – გოდავანი
გოდავანი - წარმოადგენს ინდოეთის სიდიდით მეორე მდინარეს,რომელიც სათავეს იღებს ქალაქ ტრიმბაკთან ახლოს (მაჰარაშტრას შტატი),დასავლეთ გატების ქედზე,ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე. (ავტორი გენია.ჯი)მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება ბენგალის ყურეში (ინდოეთის ოკეანის აუზი),სოფელ ანტარვედთან (ანდჰრა-პრადეშის შტატი).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მდინარე “გოდავანი” ინდუსებისათვის “წმინდა მდინარედ” არის მიჩნეული და მის სანაპიროებთან რამდენიმე ინდუსთა მომლოცველთა ცენტრიც არის აგებული.მდინარის სიგრძე 1465 კილომეტრია,ხოლო აუზის სრული ფართობი 330 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.მიუხედავად იმისა,რომ “გოდავანი”,სათავეს არაბეთის ზღვიდან სულ რაღაც 80 კილომეტრის მოშორებით იღებს,იგი მიედინება აღმოსავლეთით და მისი წყლები კვეთენ “დეკანის ზეგანს” (ზეგანი ინდოსტანის ნახევარკუნძულზე) და საბოლოო ჯამში 1465 კილომეტრით მოცილებულ “ბენგალის ყურეში” ჩაედინება.ყურეში ჩადინების პროცესში ორი მდინარის – გოდავანისა და კრიშნას წყლები საერთო დელტას ჰქმნიან.მდინარე გოდავანზე,ქალაქ რაჯამუნდრთან აგებულია უზარმაზარი კაშხალი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მისი წყლებს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მაინც სარწყავი სისტემებისათვის იყენებს.