ნოდარ დუმბაძე – “ქართველების შესახებ”…
„…ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ.ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღეს მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს – მზე უყვარს… როცა დედას იფიცებს, მაშინ არ ტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით…” (ავტორი გენია.ჯი)