მამა პეტრე – “დედა”

მე წავიქეცი,შენ მუხლი გეტკინა.

მე გამრიყეს,შენ გაუჩინარდი.

მე მცემეს,შენ ტიროდი.

მე თავსხმაში მოვყევი,შენ დასველდი.

მე მზე დავხატე,შენ მათბობდი.

მე ვიხეტიალე,შენ ქუჩა იყავი.

მე თავშესაფარი მომინდა,შენ ბინა გახდი.

მე გოლგოთა გამოვიარე,შენ ჯვარს ევნე.

მე სანაპიროს გავყურებდი,შენ ფიქრობდი.

მე შემცივდა,შენ ჩამაცვი.

მე ავად გავხდი,შენ გარდაიცვალე.

მე შვილი ვარ,შენ დეეე…