ბიანტის შესახებ…
ბიანტი (დაახლოებით,ძვ.წ.აღ-ით 625-540 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ძველბერძენ მოაზროვნეს,საზოგადო მოღვაწესა და “შვიდი ბრძენიდან” ერთ-ერთ ბრძენს,რომელიც დაიბადა იონურ ქალაქ პრიენაში.სახელი საზოგადოებაში გაითქვა თავისი ბრძნული და სამართლიანი გადაწყვეტილებებით.მისი ბიოგრაფიიდან ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი გახლავთ შემდეგი ფაქტი: მას შემდეგმ,რაც სპარსებმა ბიანტის მშობლიური ქალაქი პრიენა დაიპყრეს,ადგილობრივ მოსახლეობას,რაც კი ებადა ხელი დაავლო და ქალაქიდან გადაიხვეწა.ბიანტიმ კი ქალაქი ისე დატოვა,რომ თან არაფერი წაუღია, და როდესაც ჰკითხეს თუ რატომ არ წაიღო არაფერი,მან უპასუხა: – “რაც გამაჩნია,თან დამაქვს”, – რაც შემდგომ ერთგვარ “ფრთიან ფრაზადაც” კი იქცა. (ავტორი გენია.ჯი) იგი მომსწრე გახლდათ იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენისა,როდესაც სპარტელებსა და მესენიელებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მიმდინარეობდა.მეორე მესენიალური ომისას ძვ.წ.აღ-ით 685 წელს,ბიანტმა მონათა ბაზრობიდან გამოისყიდა რამდენიმე სპარტელი გოგონა,რომლებიც თავისთან წაიყვანა და გარკვეული პერიოდის მანძილზე როგორც საკუთარი შვილები ისე აღზარდა.მათ მისცა განათლება,ხოლო შემდგომ კი სამშობლოში თავიანთ მშობლებთან დააბრუნა.ამ ამბიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,ბერძენმა მეთევზეებმა ზღვაში აღმოაჩინეს ბრინჯაოს დაფა წარწერით – “ბრძენს”.ერთ-ერთ სახალხო კრებაზე სიტყვით გამოვიდა იმ გოგონას მამა,რომლის შვილიც ბიანტთან იზრდებოდა და მოჰყვა ყოველივეს,რაც მან გოგონებს სიკეთე უყო.ამიტომ მოითხოვა,რომ ის დაფა,რომელიც მეთევზეებმა აღმოაჩინეს ბიანტისათვის გაეგზავნათ.მოისმინა რა სახალხო კრებამ აღნიშნული ამაღელვებელი და კაცთმოყვარე ისტორია,უყოყმანოდ დასთანხმდა იგი მისთვის გაეგზავნათ.მას შემდეგ,რაც ბიანტს მიუტანეს ბრინჯაოს დაფა წარწერით – “ბრძენს”,მან უარი განაცხადა მის მიღებაზე და სტუმრებს უკანვე დაუბრუნა.თან კი შემდეგი სიტყვები უთხრა: “მე არც ბრძენი ვარ და მითუმეტეს არც ბრძენთა ბრძენი,ამიტომ ეს ნივთი ღმერთ აპოლონს შესწირეთ,რადგან ის არის ყველაზე ბრძენი ბრძენთა შორისო”. სხვა ვერსიის თანახმად ბიანტმა დაფა თებეში – ჰერაკლეს შესწირა.ბიანტი აღესრულა ძვ.წ.აღ-ით 540 წელს,მშობლიურ ქალაქ პრიენაში.(ავტორი გენია.ჯი)