“კანონები ეშნუნადან”
“კანონები ეშნუნადან” - ინგლისურ ენაზე “Laws of Eshnunna”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ბალალამას კანონები”,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უძველეს საკანონმდებლო ძეგლს,ასევე “უძველესი აღმოსავლეთისა”,რომელიც თარიღდება ძვ.წ.აღ-ით XIX საუკუნით. (ავტორი გენია.ჯი) მისი მეორე სახელწოდება – “ბალალამას კანონები” კი მომდინარეობს,მესოპოტამიის უძველესი ქალაქის – ეშნუნას მმართველის (მეფის) – ბალალამასაგან (მმართველობის ეპოქა ძვ.წ.აღ-ით XX საუკუნის,პირველი ნაწილის შუა ნახევარი),რომლის სახელთანაც და მმართველობის ეპოქასთანაც არის დაკავშირებული აღნიშნული კანონების შექმნის დასაწყისი.”კანონები ეშნუნადან” წარმოადგენს უნიკალურ და უზარმაზარ კულტურულ და სამეცნიერო ღირებულებას,რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია ისტორიკოსებს,იმ ეპოქის ეშნუნას სოციალური და საზოგადოებრივი სისტემის გაშიფვრაში.მათ შორის ოჯახის ნორმების,სამოქალაქო და სისხლის სამართლის განხრით.
“კანონები ეშნუნადან” შედგება თიხის ორი ფირფიტისაგან,რომლებიც აღმოჩენილ იქნა ერაყში მიმდინარე არქეოლოგიური კვლევებისას 1945-1947 წლებში.მათ შორის ერთი თიხის ფირფიტა ძალიან დაზიანებული გახლდათ.ხოლო მეორე კი,მიუხედავად ათასწლეულების გასვლისა,შესანიშნავად იყო შენახული.მეცნიერები ვარაუდობენ,რომ აღნიშნული ფირფიტები წარმოადგენდნენ ერთგვარ სამეცადინო დაფებს სამეფო სასახლის მწიგნობართა სკოლისათვის.ტექსტი ორივე დაფაზე,ფაქტიურად იდენტურია და მათ შორის განსხვავება,მხოლოდ გრამატიკულ და გრაფიკულ ხასიათს ატარებს.მათზე დატანილი წარწერები შესრულებულ იქნა აქადეურ დიალექტზე და იგი შედგება 61 მუხლისაგან,რომელთაგანაც ორი იმდენად დაზიანებული და დეფორმირებულია,რომ მისი აღდგენა ვერ მოხერხდა.მასში შეტანილია მუხლები რეგლამინტირებულ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე,სადაც გაწერილი იყო ის გადასახადი ვერცხლით,რომელიც პირს (ვაჭარს) მომსახურებასა და საქონლის ბაჟს განუსაზღვრავდა.გარდა ამისა,მასში ასახულია მონათმფლობელური ურთიერთობები და სისტემა.ამ სისტემის სახით მონა სრულიად ეკუთვნოდა მეპატრონეს და მისი მოკვლის შემთხვევაში,მკვლელი მხოლოდ მეპატრონის წინაშე აგებდა პასუხს. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე გავრცელებული სახე სასჯელისა,ძირითადად ფულადი ჯარიმები იყო (მსუბუქ დანაშაულზე),ხოლო მკვლელობებისათვის და მძიმე დანაშაულებებისათვის სიკვდილით დასჯა იყო მიღებული.აღსანიშნავია ისიც,რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ეშნუნას მმართველი (მეფე) იღებდა.
დღესდღეობით უნიკალური “კანონები ეშნუნადან” დაცულია ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე ეროვნულ მუზეუმში და იგი ამ ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ,კულტურულ და საკანონმდებლო ძეგლადაა აღიარებული.