ჰუ ძინტაო – “რვა სათნოება და რვა ნაკლი”

“რვა სათნოება და რვა ნაკლი” – (ჩინურ ენაზე გამოითქმის,როგორც – “ბა ჟუნ ბა ჩი”) წარმოადგენს ოფიციალურ სისტემას დაფუძნებულს რვა ადამიანური სათნოებისა და ნაკლის ღირებულებებზე.იგი ერთგვარი მორალური პრინციპების კონცეფციაა,რომელიც შემუშავებულ იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი გენერალური მდივნის – ჰუ ძინტაოს მიერ,თავისი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ზემოაღნიშნული სახელწოდებისა,მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ჰუ ძინტაოს პროგრამის რვა ნაბიჯი”.თუმცა,თავად ჩინეთში აღნიშნული კონცეფციის ოფიციალურ სახელწოდებას წარმოადგენს – “სოციალისტური თვითშეგნება ღირსებისა და უღირსობის შესახებ”.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალურმა მდივანმა ჰუ ძინტაომ,თავისი მორალური პრინციპების ნუსხა გამოაქვეყნა 2006 წლის 4 მარტს და იგი იმთავითვე იქცა ჩინეჩში ერთგვარ მორალურ კოდექსად,განსაკუთრებით კი კომუნისტური პარტიის წევრებისათვის.თავდაპირველად,მისი მხოლოდ ჩინური ვერსია არსებობდა,თუმცა 2006 წლის 18 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო – “სინჰუამ”,თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ჰუ ძინტაოს მორალური კოდექსის ინგლისური თარგმანი,რომელშიც ვკითხულობთ:

1. გიყვარდეს შენი სამშობლო; არასოდეს ავნო მას!

2. ემსახურე ხალხს; არასოდეს უღალატო მას.

3. მიჰყევი მეცნიერებას; არ უნდა იყო უვიცი.

4. იყავი გულმოდგინე; არ უნდა იყო ზარმაცი.

5. იყავი გულისხმიერი და დაეხმარე ყოველ ადამიანს; არასოდეს იცხოვრო სხვების ხარჯზე.

6. იყავი პატიოსანი და მოწესრიგებული ადამიანი; არ გამოიყენო პრინციპები საკუთარი გამორჩენისათვის.

7. იყავი დისციპლინირებული და კანონმორჩილი; არა – ქაოსსა და უკანონობას.

8. იცხოვრე უბრალოდ,იშრომე გულმოდგინეთ; არ მიეცე ფუფუნებასა და განცხრომას. (ავტორი გენია.ჯი)

ჰუ ძინტაო