მამა პეტრე (კვარაცხელია) – “გოლგოთის მისტერია”
მზე შემოდგომის სევდის ლექსია,
და გულში სიტყვა მორცხვად ფართქალებს
და გოლგოთაზე მიდის მესია,
და ეკლის გვირგვინს რწმენით ატარებს.
ასე იქნება მთელი ზამთარი,
ცა მოღუშული და ღამე გრძელი
და ფიქრი ჩემი ცრემლის საყდარი
და შორი მზერა,თვალები ცხელი.
თუ სინანულის გრძნობა დიდია,
ეს გადარჩენის ერთი პირობა,
ცაზე მოხუცი მთვარე კიდია,
ჩემი წარსულის დიდი გმირობა.
ჩემი ბავშვობაც ლურჯი ლექსია
და მზე სიცოცხლეს ისევ ანათებს,
ჯვარზე გააკრეს წუხელ მესია,
სისხლი ეტყობა ტანჯვის აღმართებს.