იცით თუ არა,რომ

1. ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ ძველ რომში - გაიუს იულიუს კეისრის (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლებში) იმპერატორობის ხანაში,რომის სენატში ოფიციალურად განიხილებოდა იმპერატორის მიერ ნანახი ყოველი სიზმარი,რადგან სენატორები აღნიშნულ სიზმრებს განიხილავდნენ,როგორც ღმერთების გზავნილს მათი მისამართით.

2. საყოველთაოდ ცნობილ ამერიკულ ფილმში – “ტიტანიკი”,რომელიც გადაღებულ იქნა 1997 წელს,გენიალური კანადელი რეჟისორის ჯეიმზ კემერონის მიერ,ასახულია ცისფერი ალმასის ქვა,რომელიც ფილმის ფინალურ ეტაპზე მთავარმა გმირმა ოკეანეში გადააგდო.სინამდვილეში ცისფერი ალმასის ნაცვლად,გამოყენებულ იქნა არა ნაკლები ფასეულობის მქონე ძვირფასი ქვა – “ტანზანიტი”.ერთადერთი ადგილი სადაც აღნიშნული ქვა მოიპოვება,აფრიკული სახელმწიფო – ტანზანიაა.თავად ფილმში გამოყენებული – ტანზანიტი კი,აღმოჩენილ იქნა მასაიამელი მონადირეების მიერ კილიმანჯაროს ფერდობებზე (ტანზანიაში).”ტიტანიკში” წარმოდგენილი ქვა კიდევ არაერთ ფილმში იქნა გამოყენებული ცისფერი საფირონის ნაცვლად,რის გამოც მას – “კინოვარსკვლავიც” კი შეარქვეს.

3. ”ვარსკვლავი სირიუსი” - დიდი ძაღლის თანავარსკვლავედში შედის და ვარსკვლავის - მზის შემდეგ (იგი დიამეტრით მზეზე ორჯერ დიდია),ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ჩვენს გალაქტიკაში.ღამის ვარსკვლავებს შორის კი მას სიკაშკაშით ბადალი არ მოეძებნება.მასზე დაკვირვება დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი.სირიუსი მზის სისტემიდან 8,6 სინათლის წლით არის დაცილებული და იგი დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავს წარმოადგენს.”სირიუსის ვარსკვლავის” ასაკი მეცნიერთა და ასტრონომთა ვარაუდით 230 მილიონი წელიწადია.  (ავტორი გენია.ჯი)

4.  დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების 70% ოკეანეებში ბინადრობს.

5. ახ.წ.აღ-ით 117 წლისათვის,იმ პერიოდის მსოფლიოს ერთერთი უდიდესი სახელმწიფოს – რომის იმპერიის საერთო ფართობი შეადგენდა დაახლოებით 6,500,000 კვადრატულ კილომეტრს.შესაბამისად,იმ ეპოქის რომის იმპერიის ტერიტორიის ფართობი ავსტრალიის კონტინენტის საერთო ფართობს ბევრით არაფრით ჩამორჩებოდა.

6. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში,ერთერთი უდიდესი ინგლისელი მხატვარი – ჯოზეფ ტერნერი (1775-1851 წლები),შერქმეული სახელით – ბუტი,ცხოვრობდა როგორც განდეგილი.იძინებდა ნაგვის გროვაში,იშვიათად იცვლიდა ტანისამოსს და გაანიავა აბსოლუტურად მთელი თავისი ქონება.ერთადერთი რასაც თავიდან არ იცილებდა,მის მიერ შექმნილი გენიალური ტილოები იყო.

7. უკანასკნელი საჯარო გამოსვლა,ცნობილი ამერიკელი მსახიობი ქალის და ჰოლივუდის ვარსკვლავის – მერილინ მონროსი (ნორმა ჯინ მორტენსონის) განხორციელდა ნიუ-იორკში მდებარე მედისონ სკვენ გარდენის სცენაზე 1962 წლის 29 მაისს,მაშინ,როდესაც მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს – ჯონ ფიცჯერალდ კენედის 45 წლის იუბილე მიულოცა სიმღერით –  Happy Birthday Mr President.

8. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა,ფაშისტური კოალიციისა და მისი მოკავშირეების,მხოლოდ ორ ქვეყანას არ გამოუცხადა ომი.ეს ქვეყნები იყვნენ – ფინეთი და ტაილანდი.

9. ერთადერთი კატის ჯიში,რომელიც უკუდოდ იბადება – “მენქსია”.იგი ბუნებაში გენეტიკური მუტაციის შედეგად გაჩნდა.ასეთი კატები მხოლოდ იმ შემთხვევაში იბადებიან და ცოცხლობენ,თუკი განაყოფიერების დროს,ერთ-ერთი კატა უკუდოა,ხოლო მეორე კი კუდიანი.იმ შემთხვევაში თუ ორივე კატა უკუდოა,მათი ნაშიერი მკვდრადშობილი იბადება.

10. გადმოცემის თანახმად,ის სამი ბრძენი მოგვი,რომელთაც ბიბლიის თანახმად დიდი გზა განვლეს იმისათვის,რომ თაყვანი ეცათ ახლად დაბადებული – უფალი ჩვენი იესო ქრისტესათვის,დაკრძალულნი არიან გერმანიაში მდებარე კიოლნის უნიკალურ საკათედრო ტაძარში. (ავტორი გენია.ჯი)