გიორგი წერეთლის წერილი – ეგნატე ნინოშვილს…
გამოჩენილი ქართველი მწერალი,პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე – გიორგი წერეთელი (1842-1900 წლები), მეგობარი გახლდათ, ასევე დიდი ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის (1859-1894 წლები).ეგნატე ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე ხშირად ფიქრობდა (რაც ესოდენ ფართოდ არის გამოხატული მის ნაწარმოებებში) და მას მიაჩნდა,რომ სოციალური პრობლემა აუცილებლად ყველა სხვა პრობლემაზე – კერძოდ,ნაციონალურ საკითხზეც – ადრე უნდა გადაწყვეტილიყო. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც აღმოჩნდა მისთვის მისაღები მარქსისტული მოძღვრება და კლასთა ბრძოლის თეორია,რომელსაც იგი დიდი გულისყურითა და გატაცებით ეცნობოდა.ამ საკითხის ირგვლივ,მეგობრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო,რაც გიორგი წერეთლის მიერ ეგნატეს მიმართ გაგზავნილ წერილშიც აისახა.წერილში კი ეწერა:
“პოლიტიკურ მონობაში მყოფი ხალხისათვის ერთადერთი მისაღები მიმართულება ნაციონალ-სოციალისტური მიმართულებაა.ვიდრე არსებობენ ჩაგრული ერები და ქვეყნები,არ შეიძლება ჩვენში გაიშალოს “კოსმოპოლიტური ბაირაღი”.იმ სოციალურ პრინციპებს რომ გავყვეთ,როგორც თქვენ მიბრძანებთ,რუსები ჩვენ ადგილ-მამულს დაგვატოვებინებენ და თვითონ მოიკალათებენ ზეთ,პრინციპისამებრ ხმის უმეტესობისა.რუსეთთან ძმობის გამოცხადება მანამდე შეძლებელია,სანამდის მის მთავრობას ბრჭყალებში ვყავართ გამოკლული დაც რუსი ხალხიც მას სცდილობს,რომ თავის მთავრობის ძალ-ღონით ჩვენ წაგვართვას ჩვენი კუთვნილი მიწა-წყალი”. (ავტორი გენია.ჯი)