უილიამ ტერნერი – “თანამედროვე რომი – კამპო ვაჩინო”
“თანამედროვე რომი – კამპო ვაჩინო” – წარმოადგენს გენიალური ინგლისელი მხატვრის და რომანტიკული პეიზაჟის დიდებული ოსტატის – ჯოზეფ მელორდ უილიამ ტერნერის (1775-1851 წლები) მიერ,1839 წელს ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებულ სურათს.ტილოს სიმაღლე 90,2 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 122 სანტიმეტრი.იგი გახლავთ ტერნერის მიერ დახატული უკანასკნელი ნამუშევარი “თანამედროვე რომის – კამპო ვაჩინოს” პეიზაჟების სურათების სერიისა,რომელზეც მხატვარი მთელი ოცი წლის მანძილზე მუშაობდა.აღნიშნულ სერიებში უილიამ ტერნერმა რომის მრავალი პეიზაჟი და სხვადასხვა ხედები დახატა.ტილოზე გამოსახულია უძველესი რომის ფორუმის ნაშთები,რომელსაც იმ პერიოდში – “კამპო ვაჩინო”,ანუ “ძროხების საძოვარს” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) პირველად სურათი მხატვარმა საჯაროდ წარმოადგინა 1839 წელს,დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხატვრო აკადემიის გამოფენაზე,რა დროსაც იგი შესყიდულ იქნა ცნობილი შოტლანდიელი კოლექციონერისა და უილიამის მეგობრის – ჰიუ მანროს (1797-1864 წლები) მიერ. 1878 წელს ტერნერის სურათი – “თანამედროვე რომი – კამპო ვაჩინო” 4 450 გინეად (ინგლისური და შემდეგ დიდი ბრიტანული ოქროს მონეტა 1663-1813 წლებში) შეძენილ იქნა შოტლანდიური წარმომავლობის მქონე ინგლისელი სახელმწიფო მოხელისა და დიდი ბრიტანეთის რიგით 48-ე პრემიერ-მინისტრის – არჩიბალდ ფილიპე პრიმროუზის და მისი მეუღლის ანა როტშილდის მიერ.მას შემდეგ 100 წლის მანძილზე,სურათი საოჯახო კოლექციაში გახლდათ დაცული მენტრომ-თაუერსში. 1978 წელს კი,ჰიუ მანროს შთამომავლებმა უილიამ ტერნერის სურათი – “თანამედროვე რომი – კამპო ვაჩინო”,საჩუქრად გადასცა შოტლანდიის დედაქალაქ – ედინბურგის ეროვნულ გალერეას. 2010 წლის 7 ივლისს,იგი გატანილ იქნა Sotheby’s აუქციონზე,რა დროსაც 29,7 მილიონ ფუნტად (დაახლოებით 45 მილიონი დოლარი) შეიძინა ლოს-ანჯელესში მდებარე “გეტის სამხატვრო მუზეუმმა”,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)