თუკიდიდე ევროპაში გავრცელებული “შავი ჭირის” შესახებ წერდა…

“იხოცებოდნენ უპატრონოებიცა და ისინიც,ვისაც ზრუნვა და მოვლა-პატრონობა არ აკლდა.არ აღმოჩნდა არავითარი სამკურნალო საშუალება,ავადმყოფებისათვის რომ ეშველა: რაც ერთისთვის სასარგებლო იყო,მეორეს ვნებდა.ვერავითარი ორგანიზმი – ვერც მაგარი და ვერც სუსტი – ვერ უძლებდა სნეულებას… მაგრამ მთელს ამ უბედურებაში ყველაზე საშინელი მაინც სულიერი დათრგუნვილობა გახლდათ (როგორც კი შეუძლოდ იგრძნობდნენ თავს,დაავადებულნი ყოველგვარ იმედს კარგავდნენ და ბედს შერიგებულნი არავითარ წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ ავადმყოფობას)… მომაკვდავები ერთმანეთზე ეყარნენ,ან ცოცხალ-მკვდრები დაღოღავდნენ ქუჩებში და აუტანელი წყურვილით გაწამებულნი წყაროებს ეძებდნენ… (ავტორი გენია.ჯი) რაკიღა სენი თავაწყვეტით მძვინვარებდა,ამიტომ ხალხმა,რომელსაც მომავლის იმედი აღარა ჰქონდა,დაივიწყა პატივისცემა ღვთიური თუ ადამიანური დადგენილების მიმართ… ახლა აღარავინ ეკრძალებოდა იმნაირი საქმის ჩადენას,რასაც უწინ საგულდაგულოდ ჩქმალავდნენ იმის შიშით,ვაითუ,აღვირახსნილობა დაგვწამონო.ხალხი ხედავდა,რაოდენ სწრაფად იცვლებოდა მდიდრების ბედი,რა ანაზდეულად იხოცებოდნენ ისინი და არასმქონენი დაუყონებლივ ეპატრონებოდნენ მათ ავლადიდებას.ამიტომ ყველა ცდილობდა სასწრაფოდ ეგემა სიცოცხლის სიტკბოება,ვინაიდან სიცოცხლეცა და სიმდიდრეც ერთნაირად მსწრაფმავალი ეჩვენებოდათ… აღარც ღმერთების შიში ჰქონდათ და აღარც ადამიანური კანონებისა,რადგანაც ხედავდნენ,რომ ყველა განურცევლად იხოცებოდა, და ამიტომ მათთვის უკვე სულერთი იყო,პატივს სცემდნენ ღმერთებს თუ არა.ეგეც არ იყოს,აღარავის ჰქონდა იმედი,რომ იქამდე მიჰყვებოდა სული,როცა თავისი დანაშაულისათვის პასუხი უნდა ეგო.გაცილებით უფრო მძიმე ჩანდა ის განაჩენი,რომელიც უკვე ყველას ჰქონდა გამოტანილი, და რა გასაკვირია,რომ მის აღსრულებამდე ცდილობდნენ რაღაცით მაინც დამტკბარიყვნენ ამ სიცოცხლეში”. (ავტორი გენია.ჯი)