გაბრიელ კოკო შანელის მოსაზრებები…
1. “მსოფლიოს ყოველთვის კაცები მართავდნენ, კაცებს კი მართავდნენ ქალები”.
* * *
2. “ჩემთვის ფული მხოლოდ ერთ რამეს – თავისუფლებას ნიშნავს”.
* * *
3. “როცა აღარ ვიქნები, სისულელეები არ ჩაიდინოთ, რადგან მე აქვე,თქვენ გვერდით ვიტრიალებ, მაგრამ უკვე სხვა განზომილებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. “სიკვდილის შეცნობის ცნობისმოყვარეობაღა დამრჩა”.
* * *
5. “ტანსაცმლის ელეგანტურობა უპირველესად მოძრაობის თავისუფლებას ნიშნავს”.
* * *
6. “ქუდებისა და კაბების გაყიდვით ქონება დავაგროვე, მაგრამ ბრენდი “შანელი” ამით არ შექმნილა. მე ქალებს ვაჩუქე ჩვენი დროის დიდებული ილუზია – თავისუფლება, რომელსაც იძლევა დამოუკიდებლობა, ასევე ვაჩუქე ბედნიერება, რომელიც კმაყოფილების ნაყოფია, სწორედ ამან აქცია “შანელი” ბრენდათ”.
* * *
7. “შეყვარებულობისას ყოველთვის მთლიანად ვეძლეოდი გრძნობას, მაგრამ როგორც კი ვდგებოდი არჩევნის წინაშე, საყვარელი მამაკაცი თუ ჩემი კაბები, კაბებს ვირჩევდი. ყოველთვის ვახერხებდი ვნებების დაჯაბვნას. ჩემი საქმე ჩემთვის თავისებური ნარკოტიკი იყო, მაგრამ ვეჭვობ, მამაკაცთა დახმარების გარეშე შანელი მსოფლიო მნიშვნელობის გვარად ქცეულიყო”.
* * *
8. “მოდა გასართობი იდეაა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელო,რომ კომერციული თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდეს”.
* * *
9. “ყველაფერი თქვენს ხელშია, ამიტომ ხელებს ნურასდროს ჩამოუშვებთ”. (ავტორი გენია.ჯი)