მენანდრე წერდა…
დიდი ძველბერძენი დრამატურგი,კომედიოგრაფი და ახალატიკური კომედიის თვალსაჩინო წარმომადგენელი – მენანდრე (ძვ.წ.აღ-ით 342-291 წლები) წერდა:
“თუკი მშობლებს შვილი ურცხვი,ბოროტი ან უზნეო საქციელებისადმი მიდრეკილი აღეზარდა,მაშინ მათ შვილისაგან უნდა შექმნან გლადიატორი,უნდა მისცენ ხელში მახვილი (თუნდაც დანა) და ევედრონ ღმერთს,რომ რაც შეიძლება მალე იქნას მოკლული სხვა გლადიატორისაგან ან დაფლეთილი ცხოველებისაგან.რადგან მისი ცოცხლად დარჩენა,თავისი საშინელი მანკიერებებით,წესიერი და თავმოყვარე მშობლების უცილობელ სიკვდილს გამოიწვევს.ასეთი შვილისაგან არასოდეს არ უნდა მოელოდე თუნდაც მცირედი სიკეთის ქმნას.ამიტომ უმჯობესია იგი მოკვდეს”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“თუკი მეგობართან სტუმრად მიხვალ და სახლში შესვლის დროს მეგობრის შვილები სიხარულითა და პატივისცემით შეგხვდნენ,მაშინ დარწმუნებული იყავი რომ მეგობარს ძალიან უყვარხარ და მისთვის ძვირფასი ადამიანი ხარ.ხოლო თუ ბავშვები უხალისოდ დაგიხვდნენ და ყურადღების ღირსადაც არ ჩაგთვალეს,ესე იგი მეგობარს არ სურს შენი დანახვა და სასწრაფოდ დატოვე სახლი.გაითვალისწინე,რომ ამის შემდგომ მისკენ მიბრუნებაც აღარ უნდა გაბედო”. (ავტორი გენია.ჯი)