ანტისფენეს და დიოგენე სინოპელის დიალოგიდან…
ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ ფილოსოფოსთან,სოკრატეს ფილოსოფიური სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელთან და კინიზმის უმთავრეს თეორიტიკოსთან – ანტისფენესთან (დაახლოებით ძვ.ა.აღ-ით 444-370 წლები),ერთ დღეს სტუმრად ასევე უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი – დიოგენე სინოპელი მივიდა.მათ შორის გამართული ხანგრძლივი დიალოგის დროს,ანტისფენემ ხმამაღლა შესძახა:
- ეჰ,ჩემო დიოგენე,რა გამომიყვანს მე ამ სატანჯველიდან?
მცირეოდენი პაუზის შემდეგ დიოგენემ ანტისფენეს მახვილი გაუწოდა და უთხრა:
- აი,ეს!
ასეთი პასუხისაგან გაოცებულმა ანტისფენემ დიოგენეს მიუგო:
- მე,ჩემო დიოგენე ვთქვი სატანჯველიდან რა გამომიყვანს და არა სიცოცხლისაგან-თქო… (ავტორი გენია.ჯი)