სალვადორ დალის “კომპენსაცია”…
ბედის ირონიით,პარიზში ყოფნისას (1929 წელს) გენიალურ ესპანელ მხატვარს,გრაფიკოსს,სკულპტორსა და სიურეალიზმის უდიდეს წარმომადგენელს – სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკს დიდი სიყვარული ეწვია.მან სწორედ პარიზში ყოფნის დროს იხილა პირველად – ლენა დიაკონოვა (გალა),რომელიც თავის მხრივ დიდი ფრანგი პოეტის – პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ,სალვადორ დალი და პოლ ელუარი მეგობრები იყვნენ.მიუხედავად მათი მეგობრობისა,სალვადორს და ელენას ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ.ამ პერიოდში სალვადორ დალი 35-ის,ხოლო ლენა კი 25 წლის ასაკისანი იყვნენ.დალის სიყვარულისაგან თავბრუდახვეულმა ქალმა ძალიან მდიდარი მეუღლე მიატოვა და გაჰყვა ღარიბ გენიოსს – სალვადორ დალის.სალვადორმა მეგობარს ცოლი წაჰგვარა,რის გამოც იმავე წელს (1929 წელი) ”საკომპენსაციოდ” მისი ყოფილი მეგობრის – პოლ ელუარის პორტრეტი შექმნა,რომლის საბაზრო ფასი დღესდღეობით 6-დან 8 მილიონ ფუნტ-სტერლინგამდე მერყეობს. (ავტორი გენია.ჯი)
სალვადორ დალის მიერ “საკომპენსაციოდ” დახატული – პოლ ელუარის სურათი