იცით თუ არა,რომ

1. პირველი ევროპელი “ქართველოლოგი”,ცნობილი ფრანგი ორიენტალისტი – მარი ფელისიტე ბროსე (1802-1880 წლები) გახლდათ.

2. გენიალური გერმანელი კომპოზიტორის,პიანისტისა და დირიჟორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ დაწერილი ერთადერთი ოპერა გახლავთ – “ფიდელიო”.მასზე მუშაობა 1803 წელს დაიწყო და პირველად საჯაროდ წარადგინა ვენაში 1805 წლის 20 ნოემბერს.იმ პერიოდში ოპერის სახელწოდება იყო  -”ლეონორა”.თუმცა აღნიშნულმა ოპერამ მოწონება ვერ დაიმსახურა,რის გამოც ლუდვიგმა იგი ხელახლა გადაწერა (შეცვალა ლიბრეტო და უვერტიურა).საბოლოო ვერსია,ოპერისა 1814 წლის 22 მაისს ვენაში მდებარე კენტერტორის თეატრის სცენაზე წარადგინა და უზარმაზარი წარმატებაც ხვდა წილად.

3. გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე,სილამაზეს –  ”ღმერთის საჩუქარს” უწოდებდა,ხოლო დიდი ძველებრძენი ბუნებათმცოდნე და ფილოსოფოსი თეოფრასტე – “უსიტყვო მოტყუებას”. (ავტორი გენია.ჯი)

4. კათოლიკურ ჯვარს – “კრიჟი” ჰქვია.

5. ”ინფლუენცა” – გრიპის მოძველებული სახელია.

6. ”პერიოდული პრესის” ფუძემდებლად – დიდი ინგლისელი მწერალი, დანიელ დეფო მიიჩნევა.

7. ევროპაში მდებარე სკანდინავიის ნახევარკუნძულის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანას - შვედეთს,”ბერნადოტების სამეფო დინასტია” განაგებს.

8. ”ადამიანმა” ფრინველს 1912 წელს ფრენის სიჩქარეში აჯობა,1916 წელს ფრენის სიმაღლეში,1924 წელს კი ფრენის სიშორეში.

9. პულსს,ცერა თითით არ ზომავენ,რადგან აღნიშნულ თითს თავად აქვს პულსაცია და ამან შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს.

10. მეცნიერებას,რომელიც ამა თუ იმ ენაში წარმოქმნილ ახალ სიტყვებს შეისწავლის – “ნეოლოგია” ჰქვია. (ავტორი გენია.ჯი)