“ლიტერატორები – რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე”
1. მენო თერ ბრააკი (1902-1940 წლები) – წარმოადგენდა ცნობილ ნიდერლანდელ მწერალ-მოდერნისტს და ლიტერატურულ კრიტიკოსს.სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ნიდერლანდებში ჩამოყალიბებულ “ანტიფაშისტურ” მოძრაობაში.1939 წელს,მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ,ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.ხოლო ოთხი დღის შემდეგ,გერმანელთა მიერ ნიდერლანდების ოკუპაციიდან (1940 წლის 14 მაისი),გადაწყვიტა სამშობლოდან ინგლისში გაფრენა,რაც ვერ მოახერხა,რის შემდეგაც ძლიერ მოქმედი შხამის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით მის სახელს ნიდერლანდებში,რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ეწოდა.მათ შორის მის მშობლიურ ქალაქ ეირბერგენის ერთ-ერთ საშუალო სკოლას.
2. ჟან-ლუი ბორი (1919-1979 წლები) – წარმოადგენდა ფრანგ მწერალს,ჟურნალისტსა და კინოკრიტიკოსს,ავტორს ნაწარმოებებისა – “ბალახის არომატი”,”ზებრის ტყავი” და სხვა,1977 წლიდან მოყოლებული,ღრმა დეპრესიის პირობებში უწევდა ცხოვრება.მიუხედავად მრავალი მკურნალობისა,მან ვერ დაძლია სასოწარკვეთა და 1979 წლის 12 ივნისის გამთენიისას,სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
3. თადეუშ ბოროვსკი (1922-1951 წლები) – წარმოადგენდა პოლონელ მწერალსა და პროზაიკოსს.მან,მისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ფაშისტებისაგან და კომუნისტებისაგან უმძიმესი “ტრამვების” გადატანა მოუხდა.ჯერ “გულაგში” იქნა გაგზავნილი კომუნისტების მიერ,ხოლო შემდგომ გერმანელებმა დააკავეს და “დაჰაუს” საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს.იგი განეკუთვნებოდა იმ პიროვნებას,რომელიც არც ფასიზმით და არც კომუნიზმით არ იყო გატაცებული და ორივე პოლიტიკური მიმდინარეობის დიდი მოწინააღმდეგე გახლდათ.მას შემდეგ რაც კომუნისტებმა მისი უახლოესი მეგობარი დააკავეს,1951 წლის 3 ივლისს პოლონეთის დედაქალაქ ვაშავაში სიცოცხლე “სუიციდით დაასრულა.
4. ჯონ ბრაუნი (1715-1766 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ ინგლისელ მწერალსა და სასულიერო პირს,ავტორს სატირის – “ღირსება”,პიესისა – “ბარბაროსა” და სხვა ნაწარმოებებისა.იგი რუსეთის დედოფლის ეკატერინე II-ეს მიერ მიწვეულ იქნა რუსეთში (მას ეკატერინემ სამგზავრო ფულიც კი გაუგზავნა) და როდესაც მზად იყო გასამგზავრებლად,როდესაც მოულოდნელსად ავად გახდა,რამაც მისი გამგზავრება შეუძლებელი გახადა.აღნიშნულმა ფაქტმა იგი იმდენად დიდ დეპრესიაში ჩააგდო,რომ 1766 წლის 23 სექტემბერს დანით კისერი გამოიჭრა,რამაც ფატალური შედეგი დააყენა.
5. ლილია ბრიკი (1891-1978 წლები) – წარმოადგენდა რუს ლიტერატორ ქალს და ვლადიმერ მაიაკოვსკის უმთავრეს “მუზას”,რომელმაც 86 წლის ასაკში,ოთახში წაქცევის შედეგად მოიტეხა მენჯის ძვალი. (ავტორი გენია.ჯი) რის შემდეგაც იგი პარალიზებულ იქნა და მოძრაობის უნარი დაჰკარგა.”სუიციდამდე” რამდენიმე დღით ადრე სიზმრად მაიაკოვსკის ლექსებს ნახულობდა და იგი ამ მოვლენემბა ლილია ძალიან შეაწუხა და 1978 წლის 4 აგვისტოს,პერედელნიკოს დაჩაზე საძილე აბების გადამეტებული დოზის შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მანამდე კი სიკვდილის შესახებ მისი ფილოსოფიური ხედვა რვეულში ჩაწერა: “ვერაფერს იზამ,ყველა კვდება და ჩვენც მოვკვდებით”.