წმინდა იუსტინიანე I-ის შესახებ…
იუსტინიანე I (483-565 წლები) – რომელიც წარმომავლობით ბულგარელი იყო,ბიზანტიის იმპერატორის ტიტულს ატარებდა 527-565 წლებში.იგი გამოირჩეოდა უდიდესი რწმენით,რეფორმატული ნიჭით,ამბიციებითა და აღმშენებლობით.მისი გენიალური იდეები,რომელთა დიდი ნაწილი თავისი მოღვაწეობისას სისრულეში მოიყვანა,დღემდე განცვიფრების საგნად რჩება.თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ,თავად უკმაყოფილო იყო იმით,რომ სრულყოფილად ვერ განახორციელა “იმპერიის რესტავრაცია”.იუსტინიანე ხელმძღვანელობდა შემდეგი პრინციპით: ერთი სახელმწიფო,ერთი რელიგია,ერთი კანონები. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მისი იმპერატორობის ხანაში აღზევდა ბიზანტიის იმპერია განვითარების უმაღლეს საფეხურზე,რის გამოც გვიანდელი ანტიკური ხანის ერთ-ერთ უდიდეს მონარქადაც იქნა აღიარებული.მან გადაამუშავა რომაული კანონები,რომლის ბაზაზეც ჩამოაყალიბა სამოქალაქო კანონმდებლობის კრებული,სახელწოდებით – “Corpus Iuris Civilis”.იუსტინიანეს მითითებით სრულყოფილად გადაკეთდა და აღდგა,იმ პერიოდის კონსტანტინოპოლში “წმინდა სოფიას” ხანძრისაგან დაზიანებული ტაძარი,რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და თვალწარმტაც ქრისტიანულ ტაძრად აქცია მსოფლიოში, და რომელიც დღემდე აოცებს თანამედროვე მსოფლიოს. (ავტორი გენია.ჯი) მან ძალიან კარგად უწყოდა რომ,სადაც განათლების კერები არ არსებობდა,იქ ვერც ცივილიზაცია მოიკიდებდა ფეხს,რის გამოც სწავლა-განეთლება ქვეყანაში,აუცილებელ წინაპირობად აქცია.მისი 529 წელს გამოცემული დეკრეტის თანახმად ათენში გაუქმებულ იქნა სხვადასხვა წარმართული სკოლები,მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი,მარკუს ავრელიუსის მიერ 176 წელს აღდგენილი ”პლატონის აკადემია”.რითაც იუსტინიანემ შეიძლება ითქვას,რომ ათენს საფუძველი გამოაცალა და განათლების ცენტრად კონსტანტინოპოლი გახადა (მოგეხსენებათ,რომ ათენში აკადემიების და სწავლის სხვა კერების არსებობის შეწყვეტამ,ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქის უფუნქციოდ დატოვება გამოიწვია,რადგან მანამდე,სწორედ ათენი მიიჩნეოდა მეცნიერებისა და განათლების უდიდეს კერად მსოფლიოში).გარდა შიდა წარმატებებისა,მოახერხა სამხედრო წარმატებების მიღწევა აფრიკაში,სპარსეთსა და იტალიაში.იუსტინიანე იყო ის დიდებული იმპერატორი,რომელმაც ქრისტიანული (მართლმადიდებლური) რელიგია სახელმწიფოს ქვაკუთხედად აქცია.ცრუსწავლების წინააღმდეგ შექმნა საგალობელი – “მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა” და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში.მისივე ინიციატივით მოწვეულ იქნა V მსოფლიო საეკლესიო კრება,სადაც დაგმობილ იქნა ორიგენს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებანი.ამ და სხვა დიად საქმეთა გამოისობით,დიდი იმპერატორი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა,ხოლო ხალხმა მას “იუსტინიანე დიდი” უწოდა.თავისი უმთავრესი თეზისი – ერთი,სახელმწიფო,ერთი რელიგია და ერთი კანონები,სრულად განახორციელა,რითაც უკვდავყო კიდეც საკუთარი სახელი. (ავტორი გენია.ჯი)