ჰილონ სპარტელის “ორიგინალური პასუხები”
ჰილონ სპარტელი (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე) – წარმოადგენდა დიდ სპარტელ (ძველბერძენი) პოლიტიკოსს,ელეგიური ჟანრის პოეტსა და “შვიდ ბრძენთაგან” ერთ-ერთს,რომელიც ძვ.წ.აღ-ით 556 წელს არჩეულ იქნა სპარტის იმ ხუთ ეფორს შორის,რომელთაც უდიდესი გავლენა და ძალაუფლება ჰქონდათ ქვეყანაში.აღნიშნული თანამდებობის დაკავება მეტად უარყოფითად შეაფასა ჰილონის ღვიძლმა ძმამ,რომელსაც არ სურდა,რომ დედმამიშვილი პოლიტიკურ ინტრიგებში გარეულიყო.ამიტომ საყვედურით ჰკითხა ძმას,თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი.პასუხად კი ჰილონისაგან შემდეგი სიტყვები მიიღო :
- ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი,რომ შენგან განსხვავებით მე შემიძლია თავისუფლად შევხვდე და გადავიტანო უსამართლობა.
ჰილონის სახელს უკავშირდება “ეფორების” გავლენის კიდევ უფრო გაზრდა და განმტკიცება.მაშინ,როდესაც მას ერთ-ერთმა ახლობელმა ურჩია ქვეყანაში დემოკრატია დაემყარებინა,მისგან ასეთი პასუხი მოისმინა:
- პირველ რიგში დემოკრატია ყველა ჩვენგანმა საკუთარ ოჯახებში უნდა დავამყაროთ და შემდეგ იგი ქვეყანაში ბუნებრივად გავრცელდება. (ავტორი გენია.ჯი)