მესტრიუს პლუტარქე – “სიყვარულის კონცეფცია”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსი,ბიოგრაფი და ესეისტი – მესტრიუს პლუტარქე (56-127 წლები),”სიყვარულის კონცეფციას” შემდეგი სახით წარმოგვიდგენდა:
“დიდი რომაელი სახელმწიფო მოხელე და მწერალი – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) ამბობდა,რომ შეყვარებული ადამიანის სული ცხოვრობს,მისი საყვარელი ადამიანის სულში.მე კი ასე ვიტყოდი: შეყვარებული ადამიანის სული წარმოადგენს,საყვარელი ადამიანის მთელ სულს,მთელ მის ცხოვრებას,არსს,ხასიათსა და მოქმედებას. (ავტორი გენია.ჯი) ეს ანალოგიურია იმ საკითხისა,რომ ვიკითხოთ თუ სად ცხოვრობს სილამაზე – უდაბნოში თუ ბედუინის სულში? ცალ-ცალკე არც იქ და არც აქ.სწორედ ამიტომ არის სიყვარული ყოველი სხვა უნარებისაგან განსხვავებული უნარი.სიყვარულისათვის აუცილებელია შეყვარებულ ადამიანს აუხსნა ყოფიერების წარმოსახვითი იდუმალება.სიყვარულის განუმეორებელი გრძნობისათვის, პრობლემები და უსიამოვნებები უცხო რამ არ გახლავთ და ისინი,მისი თანმდევი და განუყოფელი მოვლენებია.სიყვარული ის მზის სხივია,რომელსაც ჰხედავ,თითქოს ახლოა,მიდიხარ და რაც უფრო გგონია რომ უახლოვდები,მით უფრო მიუწვდომელია.ორმხრივი სიყვარული იშვიათად ხვდება წილად იმათ,ვისაც კი მისი დაუფლება სწყურია”. (ავტორი გენია.ჯი)