კოაცაკოალკოსი

კოაცაკოალკოსი - გახლავთ მდინარე მექსიკაში,რომელიც მიედინება სამხრეთიდან – ჩრდილოეთის მიმართულებით ტეუანტეპეკის ყელში (ხმელეთის ვიწრო ზოლი,ყელი ჩრდილოეთ ამერიკაში ატლანტის ოკეანის,მექსიკის ყურესა და წყნარ ოკეანეს შორის).სათავეს იღებს სერა-მადრე–დე-ჩიაპსის მთიან ქედზე,რის შემდეგაც ჰკვეთს ვერაკრუსის და ოახაკას შტატებს.ჩაედინება ქალაქ კოაცალკოსთან ახლოს კამპეჩეს ყურეში,რომელიც თავის მხრივ მექსიკის ყურის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს.მდინარის საერთო სიგრძე 210 კილომეტრია,რომლისგანაც 201 კილომეტრი სანაოსნოდ გამოიყენება.ქალაქ მინატიტლანთან ერთვის მდინარის უმთავრეს შენაკადს – უსპანაპას. (ავტორი გენია.ჯი) კოაცალკოაკოსის ქვემო დინება,პირველად გამოკვლეულ იქნა საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კონკისკადორის -ერნან კორტესის პერიოდში.მდინარის სახელი ადგილობრივთა – ნაუატლის ენაზე ითარგმნება,როგორც – “ადგილი,სადაც იმალება გველი”.აღნიშნული სახელი კი,დაკავშირებულია ინდიელთა ლეგენდასთან,რომლის მიხედვითაც,მდინარეში გველის ტყავიდან გამოცურდა აცტეკთა და ცენტრალური ამერიკის სხვა ხალხების უზენაესი ღმერთი – “კეცალკოატლი”.მდინარის სანაპიროებზე განლაგებულია რიგი საწარმოები,რომლებიც მას ძალიან აბინძურებენ.განსაკუთრებით კი მდინარეს ბინძურებს სანავთობო კომპანია – PEMEX. მექსიკელი ეკოლოგების პროტესტის შედეგად,შემუშავებულ იქნა საკანონმდებლო ბაზა,რომელიც არეგულირებს მდინარის დაბინძურების ხარისხს.კოაცაკოალკოსის  სანაპიროებზე მდებარეობს ქალაქი მინატიტლანი და მრავალი სოფელი. (ავტორი გენია.ჯი)