დემოსთენე – “ეპიზოდი”

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ორატორი და ათენის სახელმწიფო მოღვაწე - დემოსთენე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),რომელიც მკვეთრად უპირისპირდებოდა ათენში მაკედონელების გაბატონებას და რომლის წინააღმდეგაც მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა,დემადეს თაოსნობით სიკვდილით დასჯა მოითხოვეს,ანტიპატრემ სპეციალურად გაგზავნა ჯგუფი,სახელწოდებით “ადამიანებზე მონადირეები”,რათა იგი ცოცხალი ან მკვდარი ჩაეგდოთ ხელში. (ავტორი გენია.ჯი) დემოსთენემ ვერ გაუძლო ესოდენ დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და იმისათვის,რომ მტრებს ხელში ცოცხალი არ ჩავარდნოდა “პოსეიდონის ტაძარში”,შხამის მიღების შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოგვიანებით,ათენელებმა მიხვდნენ თავიანთ დიდ დაშვებულ შეცდომას,ჩადენილს დემოსთენეს წინააღმდეგ და ათენის ცენტრში (საპატიო ადგილას),აღმართეს მისი ძეგლი,რომელსაც შემდეგი წარწერა გაუკეთეს:

“შენ დემოსთენე,ისეთივე ძალა რომ გქონოდა,როგორიც გონიერება,მაშინ ელადაში ძალაუფლებას მაკედონელები ხელში ვერ ჩაიგდებდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)