პოლითეიზმი

პოლითეიზმი - ბერძნული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “ბევრ ღმერთს”.იგი წარმოადგენს რელიგიურ მსოფლმხედველობასა და მოძღვრებას,რომელიც აღიარებს მრავალღმერთიანობას,ანუ ადამიანი შესაძლოა აღიარებდეს არა მხოლოდ ერთ ღმერთს,არამედ რომელიმე პანთეონის რამდენიმე ღმერთს.აღნიშნული რელიგიური მოძღვრება წინააღმდეგობაში მოდის როგორც თეიზმთან,ასევე ათეიზმთან და შესაბამისად უპირისპირდება მონოთეიზმს.მიუხედავად ამისა,პოლითეიზმი მიიჩნევა მონოთეიზმის დაარსების პირველწყაროდ.როგორც ისტორიკოსები და მეცნიერები ვარაუდობენ ასეთი მოძღვრება ძირითადად გავრცელებული გახლდათ ძველ ეპოქებში.ქრისტიანთა წმინდა წიგნში “ბიბლიაში”,პოლითეიზმი მოხსენიებულია როგორც ერთი ღმერთის ღალატი. (ავტორი გენია.ჯი) ძველ ისრაელში,სოლომონის მეფობის დროს და მის შემდეგაც,გარკვეული პერიოდის მანძილზე სრულიად დასაშვები და ლეგალური იყო,რომ ადამიანებს მრავალი ღმერთი ჰყოლოდათ,მაგალითად – ვაალუ,დაგონუ,ასტარტე.ასეთივე მრავალღმერთიანობა გავრცელებული გახლდათ უძველესი ეპოქების რომში,საბერძნეთში,ძველ ეგვიპტეში და რიგ სხვა ქვეყნებში.თავდაპირველად,ტერმინი – “პოლითეიზმი”,გამოყენებულ იქნა ებრაული ელინიზმის უდიდესი წარმომადგენლის – ფილონ ალექსანდრიელის (ძვ.წ.აღ-ით 25 – ახ.წ.აღ-ით 50 წლები) მიერ,ქრისტიანებთან გამართული ერთ-ერთი პოლემიკის დროს.იუდეველები აღნიშნულ ტერმინს გამოიყენებდნენ ყველა იმ ადამიანის მიმართ,რომლებიც მათი რწმენის არ გახლდნენ.მოგვიანებით,”პოლითეიზმის” ტერმინის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა,რადგან სხვადასხვა რელიგიებში შემოვიდა ტერმინი – “წარმართი”,რაც თავის თავში “პოლითეიზმის” სრულ მნიშვნელობას გულისხმობდა.თუმცა, XVI საუკუნის ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსისა და ფილოსოფოსის – ჟან ბოდენის მიერ დაწერილ ნაშრომებში – “ჰეპტაპლომერესი” და “დიალოგი შვიდ მონაწილესთან”,აღნიშნული ტერმინი კვლავ იქნა გამოყენებული. XX საუკუნიდან “პოლითეიზმი” განიხილება,მხოლოდ მითოლოგიური რაკურსით. (ავტორი გენია.ჯი)