“განადგურებული წიგნების” შესახებ…
ფაშისტურ გერმანიაში,1933 წლის 10 მაისიდან სისტემატურად დაიწყო ანტი-ფაშისტური ლიტერატურისა და ანტიფაშისტი მწერლების ნაწარმოებების დაწვა და განადგურება.აღსანიშნავია რომ ფაშისტები წვავდნენ ისეთი გენიალური მწერლების თუ ფილოსოფოსების ნაწარმოებებს როგორებიც იყვნენ – ზიგმუნდ ფროიდი,ლუიც ჰანრიხ მანი,ერიჰ კასტენერი,ტურჰ კუტოლსკი და სხვები.თუმცა,როდესაც მესამე რაიხი დაეცა,უკვე მასიური სახე მიიღო ფაშისტური ლიტერატურის განადგურებამ. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა,ფაშისტების მიერ შექმნილმა სასკოლო ლიტერატურამ,რომელიც აბსოლუტურად იქნა განადგურებული.
წიგნებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების განადგურება,არც ადრეულ ეპოქებში ყოფილა უცხო.პირველი ოფიციალური ისტორიულად დადასტურებული ფაქტი წიგნების მასიური განადგურებისა დაფიქსირდა ჩვ.წ.აღ-მდე 221 წელს ჩინეთში,მაშინ,როდესაც ჩინეთის იმპერატორმა ცინ შიხუანდმა,თავისი მრჩევლის ლი სის რჩევით ბრძანება გასცა დაეწვათ ქვეყანაში არსებული ყველა წიგნი,ხოლო სწავლულები კი ცოცხლად დაემარხათ.ცინის სამეფოს მმართველი და პირველი ჩინური ცენტრალიზებური სახელმწიფოს ფუძემდებელი ფიქრობდა რომ,ყველაზე მეტი საფრთხე ძალაუფლების დაკარგვისა,სწავლულებისაგან და განათლებული ადამიანებისაგან ემუქრებოდა.მათი განადგურებნით კი,მოსპობდა აღნიშნულ საფრთხეს.თუმცა,ბედის ირონიით ჩვ.წ.აღ-მდე 206 წელს,მისი დინასტია სწორედ გაუნათლებელმა და უბრალო ადამიანებმა დაამხეს.რაც შეეხება პირველ “ცენზურას” სხვადასხვა ავტორების წიგნებსა და ნაწარმოებებზე,შემოღებულ იქნა რომის პაპის სიქსტუს IV-ის მიერ 1471 წელს. (ავტორი გენია.ჯი)