პაოლო ვერონეზე – “ეპიზოდი”
ვენეციური სკოლის ერთ-ერთმა უდიდესმა მხატვარმა - პაოლო ვერონეზემ (1528-1588 წლები),ვენეციაში მდებარე სანტი-ჯოვანი ე პაოლოს დომინიკური მონასტრისათვის 1573 წელს დახატა ტილო სახელწოდებით – “საიდუმლო სერობა”.ცნობილია,რომ აღნიშნულ მონასტერში მანამდე წარმოდგენილი გახლდათ გენიალური იტალიელი მხატვრის – ტიციანო ვეჩელის,ამავე სახელწოდების ტილო,რომელიც ხანძარს ემსხვერპლა.იმისათვის,რომ აღნიშნული ტილო ჩაენაცვლებინათ,დომინიკელთა მონასტერმა პაოლო ვერონეზეს 1573 წელს შეუკვეთა,ბიბლიური სიუჟეტის მქონე სურათი – “საიდუმლო სერობა”.მხატვარმა ტილო დახატა თავისივე შემოქმედებითი მხედველობით,ადრე რენესანსული არქიტექტურის და ულამაზესი ქალაქის პეიზაჟის ფონზე. (ავტორი გენია.ჯი) ტილოზე გარდა იესო ქრისტესი და მოციქულებისა,ასახულ იქნა ის ადამიანები,რომლებსაც მისი აზრით უნდა ჰქონოდათ საშუალება “საიდუმლო სერობაზე” დასწრებისა: მავრები,მეომარი-ალებარდები,ბავშვები,მოსამსახურეები და ძაღლებიც კი.მას შემდეგ,რაც ვერონეზეს ტილო იხილეს დომინიკელმა ბერებმა,მათ უარი განაცხადეს სურათის მონასტერში წაღებაზე.სურათის დახატვიდან სამი თვის შემდეგ კი,უდიდესი იტალიელი მხატვრით წმინდა ინკვიზიცია დაინტერესდა.იგი გამოძახებულ იქნა ტრიბუნალზე და ბრალი დასდეს წმინდა წერილის თავისუფალ ინტერპრეტაციაში,რის შემდეგაც ვერონეზეს სამი თვე მისცეს იმისათვის,რომ სურათის სიუჟეტზე დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა.მიუხედავად იმისა,რომ წმინდა ინკვიზიცია იმ პერიოდისათვის ყველაზე ძლევამოსილი და დაუნდობელი ორგანიზაცია იყო,მხატვარს აზრად არ მოსვლია სურათის სიუჟეტის შეცვლა.თუმცა შეცვალა,მხოლოდ მისი სახელწოდება და “საიდუმლო სერობის” ნაცვლად – “ლხინი ლევის სახლში” უწოდა.აღსანიშნავია,რომ ვერონეზეს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ წმინდა ინკვიზიცია სრულფასოვნად დააკმაყოფილა და მის მიმართ პრეტენზიები აღარ წამოუყენებიათ. (ავტორი გენია.ჯი)