“ცხრა თაობის განადგურება”
ძველი ჩინეთის ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე,აზიის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრი და შეიძლება ითქვას დაუნდობელიც კი გახლდათ იმ ადამიანთა მიმართ,რომლებიც ბრალდებული იქნებოდნენ ამა თუ იმ დანაშაულში.მძიმე დანაშაულში ბრალდებისათვის,ჩინეთის ხელისუფლება (საიმპერატორო კარი) სიკვდილით სჯიდა არა მარტო ბრალდებულს,არამედ მისი ოჯახის სრულიად უდანაშაულო წევრებსაც კი. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ სასჯელს კი მოიხსენიებდნენ,როგორც – “ცხრა თაობის განადგურება”.როგორც ზემოთ ავღნიშნე,ასეთ საშინელი დასჯის მეთოდს იყენებდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების (მკვლელობა,შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და სხვა) და იმ ადამიანების მიმართ,რომლებმაც იმპერატორის განრისხება გამოიწვიეს.”ცხრა თაობის განადგურების” საშინელი პროცედურის დროს,სიკვდილით ისჯებოდა თავად მსჯავრდებული,მისი მშობლები,ბებიები,ბაბუები,შვილები,შვილიშვილები (რაღა თქმა უნდა თუ გააჩნდა),ძმები,დები,ბიძები,დეიდები,მამიდები და ბიცოლები.ჩინეთის ისტორიაში,სხვადასხვა დინასტიებისა თუ იმპერატორების მმართველობის დროს,ასეთ სასჯელს სისტემატიური ხასიათი არ ჰქონია,რადგან ზოგიერთი იმპერატორი უფრო ჰუმანური სასჯელების გამოყენებას ემხრობოდა.დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევებიც,როდესაც “ვეტო” გამოუყენებიათ არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისათვის,მანამ,სანამ ისინი სრულწლოვან ასაკს არ მიაღწევდნენ.გარდა ამისა,სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ “ცხრა თაობის განადგურების” ნაცვლად შეფარდებული გახლდათ – მონობა.თუმცა იყვნენ ისეთი იმპერატორებიც,რომლებიც კიდევ უფრო დაუნდობელ კანონებს გამოსცემდნენ.
აღსანიშნავია ის გარემოება რომ,ისტორიულად – “ცხრა თაობის განადგურების” ყველაზე მძიმე ფორმებში გამოვლინება დაფიქსირდა გამოჩენილი ჩინელი სწავლულისა და მოაზროვნის – ფან სიაოჟუს შემთხვევაში. (ავტორი გენია.ჯი) მან საჯაროდ გამოხატა თავისი ლოიალური დამოკიდებულება მინის დინასტიის რიგით მეორე იმპერატორის – ჩჟუ იუნვენის მიმართ,რომელიც XIV საუკუნის დასაწყისში ტახტიდან იქნა ჩამოგდებული.აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა მაშინ,როდესაც ჩინეთის მომდევნო იმპერატორი – ჩჟუ დი,1402 წლიდან განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა ყოფილი იმპერატორის მომხრეებს.გარდა ამისა,ფან სიაოჟუმ იმპერატორს უარი განუცხადა მისი კორონიზაციისას წარმოსათქმელი სიტყვის დაწერაზე.ასეთი შეურაწყოფით განრისხებულმა ჩჟუ დიმ,დიდ ჩინელ მოაზროვნესა და სწავლულს სასწრაფოდ შეუფარდა “ცხრა თაობის განადგურება”.თუმცა აღნიშნული სასჯელი მოგვიანებით მოიხსენიეს,როგორც – “ათი თაობის განადგურება”,რადგან თავად მსჯავრდებულის გარდა (იგი ნაწილ-ნაწილ აქნეს) სიკვდილთ იქნა დასჯილი მთელი მისი ოჯახი,სანათესაო,სამეგობრო და ფან სიაოჟუს სტუდენტებიც კი.საერთო ჯამში ამ საშინელს დასჯას შეეწირა 873 ადამიანის სიცოცხლე,რაც ყველაზე დიდი რაოდენობა გახლავთ დასჯილი ადამიანებისა “ცხრა თაობის განადგურების” არსებობის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებულ სურათზე გამოსახულია – ფან სიაოჟუ.