იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი
იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი - დაიბადა 1852 წლის 30 აგვისტოს ნიდერლანდების ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ როტერდამში.იგი წარმოადგენდა იმ გენიალურ ნიდერლანდელ ქიმიკოსს,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ფიზიკური ქიმიასა და სტერეოქიმიას.1901 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ქიმიის დარგში,ხსნარებში ოსმოსური წნევის და ქიმიური დინამიკის კანონების,რიგი უდიდესი აღმოჩენებისათვის.1869 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა,რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ქალაქ დელფტში მდებარე პოლიტექნიკურ სკოლაში,საინჟინრო განხრით.რამდენიმე ხნის განმავლობაში მუშაობდა შაქრის ქარხანაში. 1871 წელს ჩააბარა ლეიდენის საყოველთაოდ ცნობილ უნივერსიტეტში,მათემატიკურ ფაკულტეტზე.მომდევნო წელს ვანტ-ჰოფი ბონის უნივერსიტეტში გადავიდა,რათა შეესწავლა ქიმია. (ავტორი გენია.ჯი) მისი პედაგოგი გახლდათ დიდი გერმანელი ქიმიკოსი – ფრიდრიხ ავგუსტ კეკულებონის უნივერსიტეტში ორი წლიანი სწავლის შემდეგ,გადადის საფრანგეთში და სწავლას განაგრძობს პარიზის უნივერსიტეტში.ამავე უმაღლეს სასწავლებელში,1874 წელს დაამთავრა მუშაობა დისერტაციაზე,რიგი ორგანული მჟავების კვლევების შესახებ.მისმა დისერტაციამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა რომ,მალევე მიენიჭა მათემატიკის და ნატურფილოსოფიის დოქტორის ხარისხები.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,ვანტ-ჰოფმა,აღნიშნული დისერტაცია უტრეხტის უნივერსიტეტშიც დაიცვა.1874-1875 წლებში იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფმა,პირველმა ჩამოაყალიბა “ორგანულ ნაერთთა მოლეკულებში ატომთა სივრცითი განლაგების თეორია”,რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე “სტერეოქიმიას”.ვანტ-ჰოფს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმიურ კინეტიკასა და თერმოდინამიკაში.მანვე დაადგინა მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციის გავლენა რეაქციის სიჩქარეზე.ვანტ-ჰოფმა მოგვცა ქიმიური თერმოდინამიკის ორი ძირითადი განტოლება.მასვე ეკუთვნის შესანიშნავი შრომები განზავებულ ხსნართა თეორიაში,ოსმოსური წნევის საკითხებზე.შემოიღო ახალი ცნება – მყარი ხსნარები. ვანტ-ჰოფის შრომებმა დიდი როლი ითამაშა ქიმიის მეცნიერების განვითარებაში.1878 წელს იგი გახდა ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი.1896 წელს კი იგი არჩეულ იქნა ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედ წევრად,რის შემდეგადაც საცხოვრებლად გადადის ბერლინში ოჯახთან ერთად.იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი გარდაიცვალა 1911 წლის 1 მარტს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.”ნობელის პრემიის” გარდა,მინიჭებული ჰქონდა უამრავი სხვა ჯილდო და იყო მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წევრი,მათ შორის – ლონდონის სამეფო საზოგადოების,პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის,ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის და სხვა.ვანტ-ჰოფის გარდაცვალების შემდეგ,მის მშობლიურ ქალქ როტერდამში – იაკობ ჰენდრიკ ვანტ ჰოფის,სახელის უკვდავსამყოფად აღმართულ იქნა ძეგლი. (ავტორი გენია.ჯი)