“ნობელის პრემიის” 81-გზის ნომინანტი…

არნოლდ იოჰანეს ვილჰელმ ზომერფელდი (1868-1951 წლები) – წარმოადგენდა დიდ გერმანელ ფიზიკოს-თეორიტიკოსსა და მათემატიკოსს,რომელიც რამდენიმე სამეცნიერო კვლევებისას ხელმძღვანელობდა ოთხ “ნობელიანტ” მეცნიერს ფიზიკის დარგში და ორ “ნობელიანტ” მეცნიერს სხვა სპეციალობისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავად არნოლდი “ნობელის პრემიაზე” წარდგენილ იქნა (არც მეტი და არც ნაკლები) 81-ჯერ.მიუხედავად ამისა,მას ნობელის პრემია არც ერთხელ არ მინიჭებია.ზოგიერთი სპეციალისტის აზრით,ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ,რომ იგი ნობელის პრემიის ნომინანტი იმპერიოდებში იყო,როდესაც აღნიშნულ ჯილდოს სხვადასხვა პერიოდებში ეცილებოდნენ,ისეთი გენიოსები,როგორებიც გახლდნენ – ალბერტ აინშტაინი,ნილს ბორი,მაქს პლანკი,ჯეიმზ ფრანკი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ყოველ წარუმატებელ მცდელობას პრემიის მინიჭებისა,იგი ძალიან განიცდიდა.თავის ჩანაწერში გულისტკივილით აღნიშნავდა,რომ 1923 წელს  სრულიად იმსახურებდა აღნიშნული პრემიის მიღებას (1923 წელს ნობელის პრემია მიენიჭა დიდ ამერიკელ ფიზიკოსს – რობერტ ენდრიუს მილიკენს).თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: ნობელის პრემიის ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ,დიდი შვედი ფიზიკოს-თეორიტიკოსი – კარლ ვილჰელმ ოზეენი (1879-1944 წლები),რომელიც მკვეთრად კრიტიკული გახლდათ ზომერფელდის სტილის და მეთოდოლოგიის მიმართ,რაც არაერთხელ გამოხატა თავის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილებში.შესაბამისად,სპეციალისტთა ერთი ნაწილი არნოლდის “ნობელის პრემიის” გარეშე დარჩენას,სწორედ მას მიაწერს.მიუხედავად გრანდიოზული კვლევების,აღმოჩენებისა და სამუშაოებისა,არნოლდ იოჰანეს ვილჰელმ ზომერფელდი ისე აღესრულა,რომ ამ პრესტიჟულ ჯილდოს 81 ცდიდან ვერც ერთხელ ვერ ეღირსა. (ავტორი გენია.ჯი)