მუხრან მაჭავარიანი – „აღმა-აღმა”

აღმა-აღმა ადის იგი ნელა-ნელა,

ის რომ მიდის, იქ ბნელა თუ აქა ბნელა?

აქ რომ ბნელა, შენც იცი და ვიცი მენაც,

იქ არ ვიცი, შეიძლება იქაც ბნელა.

***

აღმა-აღმა ადის იგი ნელა-ნელა,

ის იქ მიდის სადაც წასვლა უნდა ყველას,

მზეს რომ ჰკოცნის, ხელთ უპყრია ცისარტყელა,

არა გჯერა? დაუჯერე ვისაც ჯერა.