პიტერ უეირ ჰიგსის შესახებ…
პიტერ უეირ ჰიგსი – წარმოადგენს იმ გენიალურ ბრიტანელ ფიზიკოს-თეორიტიკოსს,რომელსაც 2013 წელს,დიდ ბელგიელ ფიზიკოს-თეორიტიკოსთან – ფრანსუა ანგლერთან ერთად მიენიჭა “ნობელის პრემია” – “ჰიგსის ბოზონის” (ღმერთის ნაწილაკის) აღმოჩენისათვის.ჰიგსი,რომელიც მეტად თავმდაბალი ადამიანია,ევროპელ კოლეგებთან ერთად კვლევებს,აღნიშნული ელემენტარული ნაწილაკის აღმოსაჩენად მთელი 50 წლის განმავლობაში აწარმოებდა.მან თავისი კონცეფციის შემუშავება ჯერ კიდევ 1964 წელს დაიწყო და ამ თემას ორი უმნიშვნელოვანესი ნაშრომიც მიუძღვნა.2012 წელს “ღმერთის ნაწილაკის” არსებობა ექსპერიმენტალურად იქნა დადასტურებული CERN-ის ლაბორატორიაში. (ავტორი გენია.ჯი) როგორც თავად ჰიგსი აღნიშნავდა,იგი ვერც კი წარმოიდგენდა რომ,მის სიცოცხლეში აღნიშნული თეორიის დადასტურება იქნებოდა შესაძლებელი.როდესაც პიტერ ჰიგსი “ნობელის პრემიაზე” კვლავ წარადგინეს (პირველად ნომინანტი გახლდათ 1980 წელს),84 წლის ასაკში მყოფი,მეტად თავმდაბალი გენიოსი შოტლანდიაში გაემგზავრა,რათა თავი აერიდებინა მის ირგვლივ ატეხილი დიდი აჟიოტაჟისათვის.2013 წლის 8 ოქტომბერს,პიტერი ედინბურგის ერთ-ერთი რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა,როდესაც გზაში აღფრთოვანებული მეზობელი შეხვდა,რომელმაც ახარა,რომ მას “ნობელის პრემია” მიენიჭა.
ერთ-ერთი პრესკონფერენციისას პიტერ უეირ ჰიგსმა განაცხადა:
“ვფიქრობ,რომ უახლოეს მომავალში ჩემს მიმართ პუბლიკისა და პრესის ყურადღება კვლავ არ შენელდება და იმაზე მეტი იქნება,ვიდრე 2012 წელს იყო,მაშინ,როდესაც CERN-მა გააკეთა ოფიციალური განცხადება “ჰიგსის ბოზონის” აღმოჩენის შესახებ.თუმცა მე ვალდებული ვარ,რომ თქვენ შეგახსენოთ: მიუხედავად იმისა,რომ პრემია გადმოგვეცა მე და ფრანსუა ანგლერს,ჩვენთან ერთად ამ საკითხის შესახებ,მრავალი წლის მანძილზე მუშაობდნენ ის ბრწყინვალე მეცნიერები,რომლებიც,სამწუხაროდ ვერ მოესწრნენ ამ ბრწყინვალე დღეს”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. პიტერ უეირ ჰიგსმა “ღმერთის ნაწილაკის” აღმოჩენით უკვდავყო თავისი სახელი და ისეთი გენიალური მეცნიერების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი,როგორებიც გახლდნენ – ალბერტ აინშტაინი,მარია სკლოდოვსკაია-კიური,მაქს პლანკი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)