ექვთიმე თაყაიშვილის და ნოე ჟორდანიას დიალოგიდან…
1912 წელი. მენშევიკებმა ბრძოლა წააგეს და ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების დათმობა იყო.საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ მოუწოდა დამფუძნებელ კრებას,დაუყონებლივ შესდგომოდნენ ევაკუაციას და მიეღოთ ზომები სამუზეუმო და საეკლესიო განძეულის თან წასაღებად. (ავტორი გენია.ჯი)
პროფესორმა ექვთიმე თაყაიშვილმა,რომელიც სხდომას ესწრებოდა,როგორც დამფუძნებელი კრების წევრი,სამუზეუმო განძეულის ხსენებაზე ყური დაცქვიტა,თუმცა მას ამ საკითხზე არც არაფერი ჰკითხეს და არც არაფერი დაავალეს.
სხდომის დამთავრებისას ექვთიმემ ჟორდაიას სთხოვა,აუცილებელი და გადაუდებელი საქმის გამო მეორე დღეს შემდგარიყო მათი ოფიციალური შეხვედრა.ჟორდანია ექთიმეს დათანხმდა.
მეორე დღეს მთავრობის თავჯდომარის კაბინეტში შემოვიდა მაღალ-მაღალი,ჭაღარა კაცი და იქ მყოფთ მდაბლად მიესალმა.თებერვლის თოვლჭყაპს მისი გახუნებული პალტო სრულიად დაესველებინა. (ავტორი გენია.ჯი)
ნოე ჟორდანიამ პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთის ელჩს,შევალიეს წარუდგინა,შემდეგ მთავრობის თავჯდომარემ პროფესორს მოუსმინა.
- წუხელ,დამფუძნებელი კრების საგანგებო სხდომაზე,თქვენ საუბარი გქონდათ სამუზეუმო და საეკლესიო განძეულის ევაკუაციის თაობაზე.ნამდვილად გადაწყვეტილი გაქვთ აღასრულოთ თქვენი ეს განცხადება?
- ნამდვილად.მე უკვე მივეცი დავალება ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ელიგულაშვილს,მიხედოს ამ საქმეს.
- რა იცის ელიგულაშვილმა სამუზეუმო განძეულისა?! რომელი ისტორიკოს-არქეოლოგი ისა მყავს,რომ თავი გაართვას ჩვენს უმდიდრეს განძეულობის ავან-ჩავანს? გარდა ამისა,სად მივდივართ ან განძეული სად მიგვაქვს?!
- ჯანდაბაში,ჩვენც არ ვიცით კარგად,სად მივდივართ,მაგრამ ნუ გაიქცევი,თუ ბიჭი ხარ! ხომ გესმით სროლის ხმა.ეს ჩვენს სახალხო გვარდიელებს უშენენ ბოლშევიკი პარტიზანები ქალაქის გარეუბნებზე,ახლა ამათ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძრული წითელი ლაშქარი რომ მიემატება,ქვას ქვაზე არ დატოვებენ!
- რა გარანტიაა,უცხოეთში წაღებული განძი ქართველ ხალხს ოდესმე დაუბრუნდება? ეს მთელი ერის კუთვნილებაა და ჩვენ არც მორალური,არც იურიდიული უფლება არა გვაქვს წავართვათ ხალხს სწორედ ის,რითაც მას თავი მოაქვს. (ავტორი გენია.ჯი)
- ჩვენ არავის არაფერს ვართმევთ,არც სამუდამოდ ვაპირებთ ემიგრაციაში ყოფნას.როგორც კი ჩვენი მთავრობის დროებითი კრიზისი გაივლის,კვლავ სამშობლოში დავბრუნდებით.
- მე არ მაქვს უფლება მთავრობის მეთაურს ვეკამათო,მაგრამ მაფიქრებს ის,თუ როგორ შეხედავს ჩვენს ამ საქციელს ისტორია,მომავალი თაობა…
- ახლა დისკუსიის დრო არ არის.ზეგ დილით ჩვენი ხაზინის ქონება ქუთაისში იგზავნება.საჭიროა მუზეუმების უძვირფასესი ნივთები გავხიზნოთ.
- მე აზრად არ მომსვლია ჩემი საფიცარი საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა,მაგრამ თუ ის სამუზეუმო განძეული,რომელთა მოპოვებას,შეგროვებას და დაცვას მთელი ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი მოვანდომე,საზღვარგარეთ იგზავნება,ჩემს აქ დარჩენას აზრი არა აქვს,სწორედ იქ უნდა ვიყო,სადაც ჩვენი ერის ეს ავლა-დიდება იქნება.
- მე ვითვალისწინებდი თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას და მართალი გითხრათ,გერიდებოდით,ამიტომაც ვერ შემოგთავაზეთ განძეულის მეგზურობა,მაგრამ რაკი სურვილს აცხადებთ,თანახმა ვარ.
- მე იმ პირობით ვიკისრებ განძეულის გუშაგობას,თუ მთავრობისაგან ვიქნები აღჭურვილი ამ სიმდიდრის დაცვა-შენახვის ყველა უფლებით.
- ელიგულაშვილთან ერთად.
- თუნდაც ელიგულაშვილთან ერთად,ოღონდ პასუხისმგებელი ვიქნები მე.
- ამაზედაც თანახმა ვარ.რაკი შევთანხმდით,ახლა უნდა შევატყობინოთ ეს გადაწყვეტილება ყველა მუზეუმის გამგეს და ექსპონატები ზეგისთვის გასაგზავნად მოამზადოთ! (ავტორი გენია.ჯი)