ისააკ ნიუტონისა და რობერტ ჰუკის დაპირისპირებიდან…
გენიალურ ინგლისელ ფიზიკოსს,მათემატიკოსს,ასტრონომსა და ფილოსოფოსს – ისააკ ნიუტონს (1642-1727 წლები),რომელიც ავტორია საყოველთაოდ ცნობილი ფუნდამეტური ნაშრომისა – “ნატურალური ფილოსოფიის მატემატიკური საწყისები”,1675 წელს დიდი კონფლიქტი წარმოექმნა ინგლისელ ბუნებისმეტყველთან,გამომგონებელთან,ასტრონომთან და ფიზიკოსთან - რობერტ ჰუკთან (1636-1703 წლები).ჰუკმა საჯაროდ განაცხადა რომ,ისააკ ნიუტონი თავის ტრაქტატებში,ფართოდ გამოიყენებდა მის მიერვე დამუშავებულ ჰიპოთეზებს,გრავიტაციის თეორიისა და სინათლის ბუნების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) იგი აცხადებდა,რომ ნიუტონზე ადრე მიაღწია აღნიშნული მეცნიერული მოვლენების ახსნას და კოლეგა მეცნიერი პლაგიატში დაადანაშაულა.როგორც რამდენიმე ისტორიკოსი ირწმუნებოდა,ნიუტონი მართლაც შეგნებულად იყენებდა თავის ავტორიტეტს იმისათვის,რომ ჰუკის მეცნიერულ ნაშრომებს წარმატება წილად არ ხვდომოდა.მათ შორის იმ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს,რომელიც “მიზიდულობის კანონს” ეხებოდა.ისააკი რობერტ ჰუკს სულელს უწოდებდა და დაჟინებით მოითხოვდა თავისი სიმართლის დამტკიცებას.მათ შორის დავა კი იმით დასრულდა რომ,ისააკ ნიუტონის სახელი მრავალი ფუნდამენტალური თეორიისა და რიგი სამეცნიერო კონცეფციის ავტორად შევიდა ისტორიაში,ხოლო რობერტ ჰუკის სახელი კი საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა,როგოც ისააკ ნიუტონთნ დაპირისპირებული მეცნიერისა. (ავტორი გენია.ჯი)