ვულკანი “მიჰარა”
“მიჰარა” – წარმოადგენს მოქმედ სტრატოვულკანს იაპონიის კუნძულ იძუოსიმაზე.იგი საშუალოდ ყოველ 100-150 წელიწადში ერთხელ ამოიფრქვევა.ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 764 მეტრია.მისი უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირებულ იქნა 1986 წელს,რა დროსაც ვულკანური სვეტიდან ამოფრქვეული ფერფლი ატმოსფეროში 16 000 მეტრ სიმაღლეზე გაიფანტა.აღნიშნული ვულკანური ამოფრქვევის სიმძლავრემ,სეისმოლოგებისა და გეოლოგების გათვლებით 3 ბალი შეადგინა.იმ პერიოდისათვის იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულის სრული მოსახლეობის – 20 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა,სამოქალაქო და სამხედრო ხომალდების მეშვეობით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ვულკან მიჰარას კრატერთან მიახლოება ადრეულ წლებში სრულიად დასაშვები იყო,თუმცა დღესდღეობით მას იაპონიის ხელისუფლებამ სპეციალური ღობე შემოაკრა და ყურადრება ერთიორად გაამკაცრა. (ავტორი გენია.ჯი) ამის მიზეზი კი,ვულკანის კრატერში დაღუპული ათასობით თვითმკვლელი გახლდათ.1920-იან წლებში,მასში ყოველ კვირას საშუალოდ თითო ადამიანი ხტებოდა. 1933 წლის 11 თებერვალს იაპონელმა სტუდენტმა გოგონამ – კიოკო მაცუმოტომ,რომელიც შეყვარებული იყო მისსავე კურსელ გოგონაზე მასაკო ტომიტაზე,ვულკან მიჰარას კრატერში გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.აღნიშნულმა ფაქტმა იაპონიაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია,რადგან ამომავალი მზის ქვეყნის შვილებისათვის იმ პერიოდში ყოვლად წარმოუდგენელი მოვლენა იყო მათ ქვეყანაში “ლესბოსელების” არსებობა.კიოკო მაცუმოტოს სუიციდის შემდგომ,კიდევ უფრო გახშირდა უიღბლო სიყვარულისაგან სასოწარკვეთილი ადამიანების ვულკან მიჰარას კრატერში თვითმკვლელობები. 1934 წელს ვულკანის კრატერში,ოფიციალური მონაცემების თანახმად სუიციდი 944 ადამიანმა ჩაიდინა. 1936 წლის მონაცემებით კი,იქ სიცოცხლე 600-მა ადამიანმა მოისწრაფა.უკანასკნელი 80 წლის მანძილზე ვულკანის კრატერში ათასობით ადამიანი გადახტა და შესაბამისად დაიღუპა კიდეც.სუიციდის უმეტესი შემთხვევები,როგორც ზემოთ ავღნიშნე უიღბლო სიყვარულის შედეგი გახლდათ.ვულკანი მიჰარა იმდენად “პოპულარულადაც” კი იქცა,რომ მისი მიმართულებით სპეციალური ტურები ეწყობოდა.ერთ-ერთმა სანაოსნო კომპანიამ საზღვაო ტრანსპორტიც გამოყო აღნიშნულ მარშრუტზე.იმ მარშრუტზე,რომელზეც უმეტესად თვითმკვლელი მგზავრები გადაადგილდებოდნენ.იყო შემთხვევები,როდესაც წყვილები ერთადაც კი გადამხტარან ვულკანის ყელში.ვულკან მიჰარას ირგვლივ განვითარებულმა “სუიციდის ეპიდემიამ”,იაპონიის ხელისუფლება იძულებული გახადა სანაოსნო კომპანიისათვის დაეწესებინა მოთხოვნა,რომლის მიხედვითაც მგზავრი იმ შემთხვევაში გადაადგილდებოდა კუნძულის მიმართულებით,თუ ბილეთს ორმხრივი მიმართულებით აიღებდა.გარდა ამისა,კრატერის ირგვლივ აიგო სპეციალური ღობე და დაწესდა სადღეღამისო მორიგეობა აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტისადმი,რომელიც დღემდე გრძელდება.ვულკანი მიჰარა,იაპონელებში კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე “რომანტიკულ” ადგილად თვითმკვლელებისათვის,თუმცა ხელისუფლების მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო სუიციდის სემთხვევები აღარ ფიქსირდება.ვულკანი მიჰარა მოხსენიებულია 1984 წელს გადაღებულ იაპონურ ფანტასტიკურ-თრილერში “გოძილა” და დიდი იაპონელი კინორეჟისორის – ჰიდეო ნაკატოის მიერ,ამავე სახელწოდების,კოძი სუძუკის რომანის მიხედვით გადაღებულ საშინელებათა ფილმში – “ზარი”. (ავტორი გენია.ჯი)