იცით თუ არა,რომ

1. ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ოლიმპიელი ღმერთების საკვებს,რომლის მეშვეობითაც უკვდავებას და მარადიულ სიყმაწვილეს ინარჩუნებდნენ – “ამბროსია” ერქვა,ხოლო სასმელს – “ნექტარი”.

2. მზის სისტემაში სიდიდით მეორე და მზიდან სიშორით მეექვსე პლანეტას – “სატურნს”,სულ ოთხი თანამგზავრი ჰყავს,ესენია - დიონა,ტეფია,იაფეტი და რეა.

3. შუა საუკუნეების ღვთისმეტყველებს ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ გაემართათ დებატები გარდა – გემოვნებისა. (ავტორი გენია.ჯი)

4. ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მდებარე საყოველთაოდ ცნობილი თეატრის – “გლობუსის” თავზე,ერთი პერიოდის მანძილზე აღმართული იყო დროშა,რომელზეც ამავე თეატრის დევიზი ეწერა: “მთელი მსოფლიო – სცენაა”.

5. ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად მევენახეობის და მეღვინეობის ღმერთის – დიონისეს სადიდებელ სიმღერას – “დითირამბი” ჰქვია.

6. სახელგანთქმულ ფრანგ მსახიობ ქალს – კატრინ დენევს,ფრანგები “ყვავილებისგან შემკულ თაიგულს” ადარებენ.

7. ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი – აისინ გიორო პუი (1906-1967 წლები),ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ,საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში,მებაღედ მუშაობდა.

8. ”განკაცებული ღვთაება”, – ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ ილია ჭავჭავაძეს.

9. ავადმყოფობის სიმულაციას – “ნიუანსაცია” ჰქვია.

10. ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – უინსტონ ჩერჩილი,ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს სულიერ და პოლიტიკურ ლიდერს – მოჰანდას კარამჩანდ განდის – “პატარა,ნახევრად შიშველ ფაკირს” ეძახდა. (ავტორი გენია.ჯი)