დიაგორა მილოსელი
დიაგორა მილოსელი (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში) – დაიბადა ეგეოსის ზღვაში მდებარე,ვულკანური წარმოშვების კუნძულ მილოსზე (საბერძნეთი).დიაგორა წარმოადგენდა გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოსს (სოფისტი) და პოეტს,რომელსაც ანტიკური ხანის ავტორები მოიხსენიებდნენ,როგორც “ათეისტს”.მილოსელი დიდი წინააღმდეგობით გამოდიოდა ყოველგვარი “ელინისტური რელიგიის” წინააღმდეგ და აკრიტიკებდა “ელევსინურ მისტერიას”.მისი პირადი ბიოგრაფიიდან ცნობილი ძალიან მცირე რამ არის,თუმცა ცნობილია,რომ მისი ფილოსოფიური ხედვები ხშირ შემთხვევებში თანხვედრაში მოდიოდა,უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსისა და სწავლულის – სოკრატეს ფილოსოფიურ ხედვებთან.იგი უარყოფდა ყოველგვარ თაყვანისცემასა და “მუხლისმოყრას” ძველბერძნული ღმერთების წინაშე.მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ერთხელ დიაგორას ურჩია,რომ პატივი მიეგო ღმერთებისთვის და იმის დასამტკიცებლად,რომ ისინი არსებობდნენ მაგალითიც მოუყვანა,რომლის მიხედვითაც “ღმერთებმა” მრავალი ადამიანი გადაარჩინეს ზღვებსა თუ ოკეანეებში,საშინელი შტორმისაგან მაშინ,როდესაც ისინი მათ გადარჩენის თხოვნით მიმართავდნენ”. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი მაგალითის საწინააღმდეგოდ კი დიაგორა მილოსელმა მეგობარს განუცხადა,რომ არსებობს ზღვებსა და ოკეანეებში მრავალი ისეთი დაღუპული ადამიანიც,რომლებიც ღმერთებს პატივს მიაგებდნენ და გადარჩენას შესთხოვდნენ.თუმცა,მიუხედავად ამისა,ისინი მაინც დაიღუპნენ,რაც ნათელი მაგალითი იყო ღმერთების არ არსებობისა.გარდა ამ მაგალითისა,მოიპოვება მისი სხვა “ათეისტური” ფაქტებიც.
იგი უარყოფდა ყოველგვარ კავშირს ღმერთების არსებობას და მითუმეტეს მათ მონაწილეობას ადამიანებისა და ზოგადად სამყაროს შექმნაში.საკუთარ შეხედულებას კი ათენში ფართოდ აცნობდა მოსახლეობას. (ავტორი გენია.ჯი) დიაგორა მილოსელის ხედვები რელიგიისა და თეოლოგიის მიმართ ერთგვარად გახლდათ დაფუძნებული – ნატურფილოსოფიაზე (საბუნებისმეტყველო ფილოსოფია,სადაც მცდელობა არის აიხსნას ბუნება,სამეცნიერო მეთოდებით მიღებული შედეგების საფუძველზე).მიუხედავად იმისა,რომ ძველ საბერძნეთში,მოსახელობა დიდ პატივს მიაგებდა ძველბერძნულ ღმერთებს და დიაგორას მიმართ უარყოფითადაც გახლდნენ განწყობილი,მის შეხედულებებს მათი რელიგიური დოგმების,თეოლოგიისა და მითოლოგიის ყოველგვარი უარყოფის შესახებ,ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფში მაინც მოწონებით იღებდნენ.მისი გარდაცვალების შემდგომ კი,არაერთი ცნობილი ფილოსოფოსი იზიარებდა დიაგორე სიმოსელის ფილოსოფიურ ხედვებს.