“დამაკვირდი”

1. ადამიანო! ნუ ეძებ ბოროტების მიზეზს.მიზეზი შენ ხარ! – “ჟან-ჟაკ რუსო”

2. თუ საზარელია იმის სიბრმავე,ვინც არ ცდილობს,შეიცნოს საკუთარი თავი,რამდენად უფრო საზარელია იმისი სიბრმავე,ვისაც სწამს ღმერთი და მაინც სიავესა და სიბილწეში ცხოვრობს. – “ბლეზ პასკალი”

3. თავისუფლება თავის შეკავებაში კი არ არის,არამედ საკუთარი თავის ფლობაშია. – “თედორე დოსტოევსკი” (ავტორი გენია.ჯი)

4. ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი.ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი.ზნემაღალი კაცი არ დავობს.ვინც დავობს,არ არის ზნემაღალი.ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს; უმეცარი – უმეცრებას ფლობს და ქადაგებს. – “ლაო ძი”

5. თუ არ იცი,როგორები არიან შენი შვილები,შეხედე მის მეგობრებს. – “სიუნძი”

6. კაცნი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი; ამიტომ ან დაითმინე,ან შეაგონე. – “მარკუს ავრელიუსი”

7. ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი,რომელსაც სინდისს ეძახიან. – “ილია ჭავჭავაძე”

8. სიცოცხლე ავადმყოფობაა,მთელი მსოფლიო ლაზარეთია,ხოლო ჩვენი მკურნალი ექიმი სიკვდილია. – “ჰაინრიხ ჰაინე”

9. რელიგია რომ არ იყოს,ადამიანები ერთმანეთს დახოცავენ გემრიელი მსხლისა და ლამაზი ქალისთვის. – “ნაპოლეონ ბონაპარტი”

10. ადამიანი,რომელმაც მიაღწია სრულყოფილებას,ყველა ცხოველზე მაღლა დგას; სამაგიეროდ,ის ყველაზე დაბლა დგას,თუ კანონებისა და სამართლიანობის გარეშე ცხოვრობს.მართლაც,არაფერია უფრო საზარელი,ვიდრე შეიარაღებული უსამართლობა. – “არისტორტელე” (ავტორი გენია.ჯი)