ლადო ასათიანი – “ექსპრომტები”
მე კარგად ვიცი,ვინა ვარ რა ვარ,
საიდან მოველ ან საით წავალ -
და ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას.
* * * *
მამულიშვილო,კარგი გაქვს გვარი,
მაგრამ მამული რით დააფასე?
ერთხელ თუ მაინც
დაფიქრებულხარ,
რის მაქნისი ხარ ამ ქვეყანაზე?
* * * *
შვილები გყავდეს ისე მრავალი,
რამდენიც დაფრენს ცაში
ტოროლა,
დღეს საქართველო
ბავშვებს მოითხოვს,
ჩვენ კი ძლივს ვშობეთ
თითო-ოროლა!
* * * *
ჯერეთ პოეტი ვიყავი,
გამტეხა ლექსის წერამა,
მერე მკვლევარად მაქცია
ცხოვრების ბედისწერამა.
არქივში ვზივარ და ვჩიჩქნი,
რა თქვა რომელმა მწერალმა,
დამქანცა,დამაუძლურა
ეტრატებისა ცქერამა.
* * * *
ჩემო ძმაო,აქვსენტი
მომწონს შენი აქცენტი,
პოეტი კი ვერ გამოხვალ,
ამად ნუღარ გაცდები,
დაიხსომე ეს სიტყვები,
არც ნაკლები,არც მეტი.
ჩემი ქუთაისი,
* * * *
ალბათ იცი,რაა
იქ ტყემალი ყვავის,
იქ კრიალა ცაა.
თბილისიც ხომ მიყვარს,
ქუთაისი სხვაა -
დათეშიძის გორა
ოცნებათა ზღვაა!