“თერმოპილეს ბრძოლის” შემდეგ – (ეპიზოდი)
როგორც ცნობილია,სპარტელებსა და სპარსელებს შორის გამართული ლეგენდად ქცეული “თერმოპილეს ბრძოლის” (ძვ.წ.აღ-ით 480 წელი) შემდეგ,ქსერქე I-მა ბრძანება გასცა უმამაცესი და სახელოვანი ლეონიდესის (მისი სახელი აღნიშნავდა – ლომის ბოკვერს) გვამისათვის თავი მოეკვეთათ.ფაქტია,რომ სპარსელები ვაჟკაცებს დიდ პატივს სცემდნენ და ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მტრებს თავებს არ ჰკვეთდნენ,მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში იმდენად გამწარებული გახლდათ სპარსთა მეფე ლეონიდასისაგან,რომ დამკვიდრებულ ტრადიციაზე უარი განაცხადა.შესაბამისად გარდაცვლილ ლეონიდას თავი მოჰკვეთეს და სარზე ააგეს.
მანამდე კი,ბრძოლის დაწყებისას ორი სპარტელი მეომარი თავიანთ თანამოძმეებთან ბანაკში არ იმყოფებოდა.ისინი ავად გახდნენ და სამკურნალოდ ახლო მდებარე სოფელში იყვნენ გადაყვანილნი. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც ბრძოლა დაიწყო და ხმაური შემოესამთ,ერთ-ერთი წამოდგა,იარაღი აისხა და საბრძოლველად გაიჭრა.ისიც,როგორც სხვა დანარჩენები,გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.მეორე კი,სამასი სპარტელიდან ერთადერთი დაბრუნდა ცოცხალი სპარტაში.ორივენი,რომ ერთად დაღუპულიყვნენ,მაშინ მათ ქება-დიდება არ მოაკლდებოდათ; ორივენი რომ ცოცხლად დაბრუნებულიყვნენ,მათ შეინდობდნენ.მაგრამ მხოლოდ ერთი დაბრუნდა და მას სახელი გაუტყდა.იგი ყველა სპარტელმა მოიძულა.არავინ ელაპარაკებოდა,არც ცეცხლთან უშვებდნენ,არც წყალსა და საკვებს აწოდებდნენ.სიის ამოკითხვისას ლაჩარს უწოდებდნენ.მიუხედავად იმისა,რომ მან თავისი დანაშაული “პლატეის ბრძოლაში” (ძვ.წ.აღ-ით 479 წელი) გამოისყიდა,მაინც უსახელოდ აღესრულა.
არსებობს სხვა ვერსიაც,რომლის თანახმადაც,გარდა ზემოაღნიშნული სპარტელი მეომარისა,”თერმოპილეს ბრძოლას” გადაურჩა კიდევ ერთი სპარტელი მეომარი.როდესაც ის შინ დაბრუნებულა,იმდენად დიდი შეურაცხყოფა მიუყენებიათ თანამემამულეებს,რომ თავი ჩამოუხრჩვია კიდეც.
იმ ბორცვზე კი,სადაც თერმოპილესის უკანასკნელი გმირები დაეცნენ,ბერძნებმა ქვის ლომი დადგეს,რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთეს:
“მგზავრო,მებრძოლი სპარტის ყველა მოქალაქეს შეატყობინე,მათი კანონების შესრულებისას აქ ჩავწექით საფლავში”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. როდესაც გამარჯვებული ქსერქსე საბერძნეთში შევიდა,მან ერთ-ერთ სპარტელ ტყვეს უბრძანა სპარტული ეროვნული კერძის მომზადება.როდესაც იგი გასინჯა,ცინიკურად შენიშნა:
„ – ახლა კი მესმის,რატომ ხვდებიან სპარტელები ასე მედგრად სიკვდილს – ასეთი საჭმელის ჭამას ნამდვილად სიკვდილი ურჩევნიათო”.