ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის საოცარი მიმართვა კინოფილმიდან – “დიდი დიქტატორი”
- მაპატიეთ,მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე.არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე.მინდა დავეხმარო ყველას,ვისაც შემიძლია – ებრაელს,წარმართს,შავკანიანს,თეთრკანიანს.ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,ადამიანები ასეთები ვართ.ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. (ავტორი გენია.ჯი) არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი.ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი,დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს,მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა.სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები,მსოფლიო სიძულვილისაგან ბარიკადებით გადაიღობა.ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე,მაგრამ მასში ჩავიკეტეთ.მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ,ცოდნამ ცინიკური გაგვხადა,ნიჭიერებამ კი – მკაცრი და ბოროტი.ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება,ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა.ამ თვისებების გარეშე ცხოვრება სასტიკი გახდება და ყველაფერს დავკარგავთ.თვითმფრინავმა და რადიომ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან.ასეთი გამოგონებები ჩვენში კარგ მხარეს აღვიძებს,გვიხმობს საყოველთაო ძმობისკენ,რათა ყველანი გავერთიანდეთ.ამ მომენტში ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს მთელ მსოფლიოში,მილიონობით რწმენადაკარგულ მამაკაცამდე,ქალამდე და პატარა ბავშვამდე,იმ სისტემის მსხვერპლებამდე,რომელიც აწამებს და აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს.ვისაც კი ჩემი ესმის,მივმართავ: “იმედს ნუ დაკარგავთ”.ახლა ჩვენს თავზე უბედურება ტრიალებს,რაც იმ ადამიანთა სიხარბისა და სიმკაცრის გამოა,რომლებიც ადამიანური პროგრესის გზას უფრთხიან.ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან.ის ძალაუფლება,რომელსაც ხალხისგან იღებენ,ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ,თავისუფლება არასოდეს გაქრება.
ჯარისკაცებო – ნუ ჩაუგდებთ თქვენს თავებს ხელში ულმობელ ადამიანებს,მათ,ვინც გჩაგრავთ,ვინც განაგებს თქვენს სიცოცხლეს,გეუბნებით,რა უნდა აკეთოთ,რა იფიქროთ და რა იგრძნოთ.ვინც გწვრთნით და გკვებავთ,ვინც საქონელივით გექცევათ,გიყენებთ საზარბაზნე ხორცად.ნუ ჩავარდებით ამ შემზარავი ადამიანების ხელში,მანქანა-ადამიანების ხელში,რომელთაც მანქანის ტვინი და მანქანის გული აქვთ! თქვენ არ ხართ მანქანები! თქვენ არ ხართ საქონელი! თქვენ ადამიანები ხართ! თქვენ თქვენს გულებში ადამიანთა მიმართ სიყვარული გაქვთ.თქვენ არ გეზიზღებათ.ზიზღი იმათ აქვთ,ვისაც არავინ უყვარს.
ჯარისკაცებო – ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! (ავტორი გენია.ჯი) იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია,”ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.” არა ერთ ადამიანში,არა ადამიანთა ჯგუფში,არამედ ყველაში,თქვენში.თქვენ გაქვთ ძალაუფლება,ძალაუფლება,რომ შექმნათ მანქანები,ძალაუფლება,რომ შექმნათ ბედნიერება.თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება,გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი,აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად.მაშ,დემოკრატიის სახელით მოდი გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება! მოდი ყველანი გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის,წესიერი მსოფლიოსთვის,სადაც ადამიანს ექნება საშუალება,იმუშაოს,რომელიც მოგცემთ მომავალს,ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას.ამ დაპირების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ,მაგრამ ისინი ტყუიან! ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს, და ამას არასოდეს იზამენ! ისინი ითავისუფლებენ თავიანთ თავს,მაგრამ იმონებენ ხალხს.მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად! ვიბრძოლოთ,რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო,გადავლახოთ ეროვნული ბარიერები,მოვაშოროთ სიხარბე,სიძულვილი და შეუწყნარებლობა.მოდი ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის,სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული.ჯარისკაცებო – დემოკრატიის სახელით,გავერთიანდეთ ყველანი! (ავტორი გენია.ჯი)