რუანდა
რუანდა - (ოფიციალური სახელწოდება “რუანდის რესპუბლიკა”),წარმოადგენს სახელმწიფოს ცენტრალურ-აღმოსავლეთ აფრიკაში.ქვეყნის დედაქალაქია კიგალი 851024 მაცხოვრებელით.მოსაზღვრე ქვეყნებია: ჩრდილოეთით – უგანდა,სამხრეთით – ბურუნდი,დასავლეთით – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აღმოსავლეთით – ტანზანია.მისი მაღალმთიანი და მრავალბორცვიანი ლანდშაფტის გამო,რუანდას ათასი ბორცვის მხარესაც უწოდებენ.ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 10,746,311 ადამიანია,რითაც იგი მსოფლიო ქვეყნებს შორის,მოსახლეობის რაოდენობით 91-ე ადგილზეა.სრული ფართობი მოიცავს 26,338 კვედრატულ კილომეტრს.აღნიშნული მაჩვენებლით “რუანდის რესპუბლიკა”,მსოფლიო ქვეყნებს შორის 144-ე ადგილზე იმყოფება.ოფიციალური ენებია – რუანდა,ინგლისური და ფრანგული.ვალუტა – რუანდული ფრანკია.”ათასი ბორცვის ქვეყანა” საპრეზიდენტო რესპუბლიკაა,მრავალპარტიული სისტემით. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის ხელმძღვანელი პრეზიდენტია,რომელსაც 7 წლის ვადით ირჩევენ (შესაძლოა ის მეორე ვადითაც იქნეს არჩეული).პარლამენტი ორპალატიანია: სენატი 26 დეპუტატისაგან,ხოლო დეპუტატთა პალატა კი 80 დეპუტატისაგან შედგება,რომელთაც ხუთი წლის ვადით ირჩევენ.ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური პარტიებია – რუანდის პატრიოტული ფრონტი,სოციალ-დემოკრატიული პარტია და ლიბერალური პარტია.რუანდა ხუთ პროვინციად (ინტარასად) იყოფა.რელიგიის მხრივ,მოსახლეობის 56% კათოლიკეა,26% პროტესტანტი,11% ადვენისტი ხოლო 5% კი მუსულმანი.ქალაქის მოსახლეობა,ქვეყნის მოსახლეობის 18%-ს შეადგენს.ქვეყნის მოსახლეობის 84% ხუტუ (ბანტუ)-ს ჯგუფს განეკუვნება,15% ტუტსის ჯგუფს ხოლო 1% კი პიგმეებია.ქვეყნის პირველი აბორიგენი მოსახლეები პიგმეები,კერძოდ ტვას ხალხი გახლდნენ. XI-XV საუკუნეებში,რუანდის ტერიტორიაზე დასახლდნენ ბანტუსენოვანი ჯგუფის – ხუტუს ხალხი,რომლებმაც ძირძველი მოსახლეობა იძულებული გახადა ტყეებისათვის შეეფარებინა თავი. XVI საუკუნეში,რუანდაში გამოჩნდა ტუტსის ხალხი.1890 წელს,ბარსელონას კონფერენციაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც რუანდის ტერიტორია გერმანიის პროტექტორატად იქნა აღიარებული.მიუხედავად იმისა,რომ ტუტსის მეფეები აღიარებდნენ გერმანელთა პროტექტორატს,მათ მაინც მოახერხეს თავიანთი ავტორნომიურობის შენარჩუნება.1915 წელს,პირველი მსოფლიო ომის დროს,ბელგიის ჯარები რუანდაში შეიჭრა.1916 წლისათვის მათ მთელი რუანდა საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციეს. 1918 წელს,”ერთა ლიგამ” რუანდა ბელგიის პროტექტორატად გამოაცხადა.თუმცა,ტუტსებმა აქაც მოახერხეს თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება. 1960 წლამდე რუანდის რესპუბლიკა მონარქიული სახელმწიფო იყო.მონარქიის დაცემის შემდეგ კი,1962 წლის 1 ივლისს დამოუკიდებლობა მოიპოვა და თავი დააღწია ბელგიურ კოლონიალიზმს.რუანდა გამოირჩევა ულამაზესი ფლორითა და ფაუნით.ქვეყანაში არსებული მდინარეები ნილოსის აუზს წარმოადგენენ,უდიდესი ტბა კივუა,გარდა ამისა რუანდის ტერიტორიაზე არსებობს სხვა პატარა ტბებიც.მის ტერიტორიაზე მდებარე სავანებში ბინადრობენ – ანტილოპები,ლომები,ზებრები,ბეჰემოტები,მდინარეებში – ნინაგებია და სხვა უამრავი ფაუნის წარმომადგენლები.ეკონომიკურად,რუანდა ღარიბი აგრარული ქვეყანაა.ექსპორტზე გააქვთ ჩაი და ყავა.ბუნებრივი რესურსებია – ოქრო,ბუნებრივი გაზი,კალა და ვოლფრამი.სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია – ყავა,ჩაი,ბანანი,კარტოფილი და სხვა.რუანდა აწარმოებს ლუდს,საპონს,ტანსაცმელსა და სიგარეტს.აღნიშნული ქვეყანა მსოფლიომ გაიცნო 1994-97 წლის საშინელი გენოციდის შედეგად,რომელიც ხუტუსა და ჩრდილო-დასავლეთ რუანდელებს შორის ომს მოჰყვა.რუანდა წარმოადგენს გაეროსა და რიგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სრულუფლებიან წევრ სახელმწიფოს. (ავტორი გენია.ჯი)
რუანდის ეროვნული გერბი
რუანდის რესპუბლიკის დედაქალაქი – კიგალი
რუანდის რესპუბლიკის პოლიტიკური რუკა
რუანდის რესპუბლიკა აფრიკის და მსოფლიო რუკაზე