ჟურნალი TIME – იოსებ სტალინის შესახებ წერდა…
“წითელი იმპერიის” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და “საბჭოთა ხალხის ბელადი” – იოსებ სტალინი,საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალის TIME-ს გარეკანზე სულ 11-ჯერ გამოსახეს. 1939 წელს იგი პირველად დაასახელა ჟურნალმა “წლის ადამიანად”,მას შემდეგ,რაც 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში დადებულ იქნა ”მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი”.აღნიშნული სამშვიდობო დოკუმენტი ჟურნალის მიერ დასახელებულ იქნა,როგორც “უკანასკნელი დაპირისპირების მცდელობა მესამე რაიხის ამბიციების წინააღმდეგ,დიპლომატიის დახმარებით”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აქვე TIME აღნიშნავდა,რომ “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი” წარმოადგენდა ერთგვარ განაჩენს პოლონეთის მიმართ,რომლის მიხედვითაც ქვეყნის ტერიტორიას ინაწილებდა საბჭოთა კავშირი და გერმანია.”წლის ადამიანდ” დასახელებული სტალინის მოკლე რეფრენი კი ჟურნალ TIMES-ს მიერ ასეთი გახლდათ:
“ეს მეწაღისა და მრეცხავის შვილი – ნამდვილი თვითნაბადი ოქროა.მას გამაოგნებელი ინტელექტუალური შესაძლებლობები გააჩნია.ის ციტირებს მთელ პარაგრაფებს ბიბლიიდან და ბისმარკის ნაშრომებიდან,კითხულობს პლატონს ორიგინალში,თვითონ წერს თავისი გამოსვლის ტექსტებსა და სტატიებს.ამასთან,მისი სტილი ერთდროულად მკაფიოც არის და დახვეწილობითაც გამოირჩევა!”
P.S. 1942 წელს ჟურნალმა TIME-მ,იოსებ სტალინი მეორედაც დაასახელა “წლის ადამიანად”… (ავტორი გენია.ჯი)