“არმანიზმი”

“არმანიზმი” - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც -“არიოსოფია”,წარმოადგენს ეზოთერიულ ნაწილს ძველი გერმანული რელიგიისა,რომელიც თავაზობს თავიანთ ადეპტებს (რაიმე მოძღვრების მომხრე ან დამცველი) საიდუმლო ცოდნის გადაცემას.აღნიშნულ თეოსოფიურ მოძღვრებას საფუძველი ჩაუყარა,დიდმა ავსტრიელმა პოეტმა და ოკულტისტმა - გვიდო ფონ ლისტმა (1848-1919 წლები).იგი მიიჩნევდა,რომ არიულ სახელმწიფოს,ადრეულ ეპოქებში მართავდნენ “წმინდანი-მეფეები”,რომლებიც არმანიზმს აღიარებდნენ,როგორც ფორმას  გნოზისისა (უმაღლესი მისტიური და ეზოთერული ცოდნა). (ავტორი გენია.ჯი) მისივე მოსაზრებით,ნაკვალევი ასეთი ძველი სახელმწიფო წყობებისა შესაძლოა აღმოჩენილ იყოს სხვადასხვა ევროპულ კულტურაში,ფოლკლორში და არქიტექტურაშიც კი.თუმცა “არმანიზმი” განადგურებულ იქნა მას შემდეგ,რაც გერმანულ მიწებზე “ფეხი მოიკიდა” ქრისტიანულმა რელიგიამ.მიუხედავად ამისა,”არმანიზმის” მიმდევრები მაინც შემორჩა და როგორც თავად ლისტი ამბობდა,ისინი რენესანსის ეპოქაშიც კი ცხოვრობდნენ.მისივე ცნობით “არმანიზმისათვის” არაერთხელ მიუმართავს დიდ იტალიელ ფილოსოფოსსა და პანთეიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელს – ჯორდანო ბრუნოს.

“არმანიზმის თეორია” ფორმულირდა XIX საუკუნის “ურა-ლინდას” ქრონიკებში,სხვადასხვა თეოსოფიებსა და XX საუკუნის დასაწყისის ეზოტერიულ მიმდინარეობებში.თავის მხრივ – გვიდო ფონ ლისტის ნამუშევრებმა და ხედვებმა უდიდესი გავლენა იქონია “არიოსოფიაზე”,ლანც ფონ ლიბენფელსის იდეებზე და Volkische-ს იდეოლოგიაზე (ნაცისტური და რასისტული მოძრაობა).

ლისტის მიერ დაწერილ წიგნებსა და ლექციებში,იგი ხაზგასმით მოუწოდებდა გერმანელებს,გასცნობოდნენ თავიანთი ქვეყნის ფოლკლორს,ლანდშაფტსა და არქეოლოგიას,სადაც ნათლად იყო შემორჩენილი კვალი “დიადი თეოკრატიული არიო-გერმანული” სახელმწიფოსი,რომელთაც სათავეში ედგათ მეფე-წმინდანები,რომლებიც თავის მხრივ მიეკუთვნებოდნენ გნოსტიკებს.

1905-1907 წელბში ლისტმა საფუძვლიანად გამოიკვლია ჰერალდიკა,რის შემდეგაც იგი ეზოთერიკული ოჯახების ემბლემების სისტემად დაასახელა.საბოლოო ფორმულირება თავისი კონცეფციისა ლისტმა 1908 წელს ჩამოაყალიბა,რა დროსაც დაწერა წიგნი – “არიო-გერმანული საიდუმლოებები”. (ავტორი გენია.ჯი) სახელწოდება და ტერმინი “არმანიზმი” – ლისტმა,ძველრომაელი ისტორიკოსის პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის მიერ შემოთავაზებული გერმანული მითოლოგიების ინტერპრეტაციით აიღო.რომაელი ავტორი სამ უმთავრეს გერმანულ ტომს ასახელებდა – ინგევონებს,გერმიონებსა და ისტევონებს.თუმცა სხვა ისტორიკოსები აღნიშნულ სახელწოდებებს,განიხილავდნენ,როგორც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებს.თავად ლისტი ძველ გერმანელებს სამი სახის საზოგადოებად ჰყოფდა: სოფლის მეურნეებად,ინტელექტუალებად და მეომრებად.გვიდო ფონ ლისტმა სიტყვა “გერმიონებს” მოდიფიცირება გაუკეთა და მის ბაზაზე ჩამოაყალიბა სახელწოდება – “არმანები”,რომლიდანაც წამოსული სიტყვა “არმანიზმი” შემდგომ ძველგერმანული რელიგიის ერთ-ერთ ეზოთერიკულ ნაწილად გამოაცხადა.