თამაზ ჭილაძე – “დედათა მონასტერი”

ეს ჩემი ცხოვრება,დაო პელაგია,

ჩემი სიმარტოვის არქიპელაგია,

თან ამ სიმარტოვეს ვეღარ შეველიე,

თავი შემაყვარა,ისე ვერაგია.

***

მთებზე დაძენძილი,მძიმე ღრუბელია,

თითქოს,მეწამული,ქრისტეს პერანგია,

სულ ქარს წაუღია,რაც კი უმღერია

ჩემს გულს სიყვარულით,დაო პელაგია.

***

ქარით ნაცემი და ქარით დამსხვრეული,

სხვას ვის გაახარებს,თავსაც ვერ არგია,

ფიქრის გალიაში ძალით დამწყვდეული,

მაინც ქარზე ფიქრობს,დაო პელაგია…