რაბინდრანათ თაგორის ნააზრევი…
“ამქვეყნიური ცხოვრების ყოვლისმომცველი ბორკილები იმიტომ ვერ გვბოჭავს,რომ მას აწონასწორებს სიკვდილი,რომელიც სიცოცხლეს ეპაექრება.ადამიანი ბოლომდე არ გამოცლის ამქვეყნიური ტანჯვის ფიალას, – აი,ცხოვრების ჭეშმარიტება,რომელმაც გონება ამიხილა და აღმაფრთოვანა.
ამ ჭეშმარიტების შემდეგ ბუნების სიდიადე და სიმშვენიერე ჩემში განსაკუთრებულ,ღრმა კვალს ტოვებდა.სიკვდილმა მაჩვენა სწორი გეზი,რომელშიც სამყარო მთელი თავისის მიმზიდველობით გადამეშალა და როდესაც სიკვდილის ფონზე დავინახე სამყაროს სახე,ის თვალისმომჭრელ სიტურფედ მეჩვენა.” (ავტორი გენია.ჯი)