ნელსონ მანდელას მოსაზრებები…
”მთელი ჩემი ცხოვრება აფრიკელი ხალხის ბრძოლას მივუძღვენი.მე ვიბრძოდი როგორც თეთრკანიანთა,ასევე შავკანიანთა ბატონობის წინააღმდეგ.ჩემი იდეალი დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებაა,რომელშიც ყველა ადამიანი ერთად ცხოვრობს და ყველას ერთნაირი პრივილეგია აქვს.ამ იდეალისთვის ბრძოლას კვლავაც გავაგრძელებ და გულწრფელად მჯერა,რომ წარმატებას მივაღწევ.ეს ის იდეალია,რომლისთვისაც მზად ვარ სიცოცხლეც გავწირო”. (ავტორი გენია.ჯი)
***
”არსებობს ეტაპები,როდესაც თანამდებობაზე მყოფი ადამიანი ხალხში უნდა გავიდეს,რადგან ორგანიზაციას ასე სჭირდება.შენ იდეა გაქვს და შინაგანად გრძნობ,რომ ეს იდეა ჭეშმარიტებას ემსახურება,მაგრამ შენ ხალხთან გაქვს საქმე,ხალხი კი ძალიან ძლიერია.ამიტომ,თუ შენ რაიმე გინდა გააკეთო და ნამდვილად იცი,რომ შენი ეს ნაბიჯი სწორი იქნება,უკან არ უნდა დაიხიო.დრო და ადგილი საგულდაგულოდ უნდა შეარჩიო და დარწმუნებული უნდა იყო,რომ ისტორია შენს მხარეს იქნება”. (ავტორი გენია.ჯი)