იაკობ გოგებაშვილის ნააზრევი…

“არა გვგონია,რომ ჩვენს მკითხველებს შორის აღმოჩნდნენ იმდენად უბირის და ჩლუნგის გონების პატრონნი,რომ გადაასხვაფერონ ჩვენი სიტყვები, და დაგვაბრალონ უცხო ენათა შესწავლის უარყოფა.როდესაც რუსსო ქადაგებდა,რომ ყოველი დედა,თუ მას ჰსურს ჯანმრთელნი შვილნი აღზარდოს,თავის წმინდა მოვალეობად სთვლიდეს,საკუთარი ძუძუ აწოვოს მათ და მშობლიური რძით გაზარდოს,ეს რა საკვირველია,იმას კი არ ნიშნავდა,რომ ბავშვების დედის რძის მეტს ნურას მიაკარებთო,არამედ იმასა,რომ ბავშვის ბუნება,ჯერ დედის რძით უნდა საზრდოობდეს,იზრდებოდეს და როდესაც საკმარისად შემაგრდება,მაშინ სხვა საჭმლის ძლევაც უნდა დაუწყონ.ყოველი საღის ჭკუის ადამიანი ასე ჰფიქრობს დედა-ენის შესახებაც.პირველს სულიერს საზრდოს დედა-ენა უნდა აძლევდეს ბავშვსა და როდესაც ეს საზრდო გაამაგრებს მის გონებასა,მაშინ დედა-ენა უნდა გახდეს საძირკვლად. რომელზედაც აშენდება უცხო ენათა შეთვისება”. (ავტორი გენია.ჯი)