ალექსანდრე ბოგომოლეცი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი უკრაინელი პათოფიზიოლოგი,უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადო მოღვაწე - ალექსანდრე ბოგომოლეცი (1881-1946 წლები),თავდაუზოგავად მუშაობდა კვლევებზე – “ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ” და ცდილობდა შეექმნა” სიცოცხლის გახანგრძლივების თეორია”.1941 წელს,მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე,კიევში დააარსა ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ მოქმედი დისპანსერი,რომლის ბაზაზე მალევე ჩამოყალიბდა გერონტოლოგიის ინსტიტუტი,სადაც მიმდინარეობდა შესწავლა ცოცხალი ორგანიზმების,მათ შორის ადამიანების დაბერების პროცესებისა.მანამდე (1939 წელი),ბოგომოლეცმა გამოაქვეყნა ორი ბროშურა,სახელწოდებით – “სიცოცხლის გახანგრძილვება”,სადაც დეტალურად იყო აღწერილი შესაძლებლობა იმისა,თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანს 100 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ეცოცხლა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ალექსანდრემ თავისი მეცნიერული შეხედულებები გააცნო საბჭოთა ბელადს – იოსებ სტალინს და მისგან,თავის დროზე დიდი დახმარებაც მიიღო (სწორედ ამ ფინანსური დახმარებით განახორციელა მან გერონტოლოგიის ინსტიტუტის ჩამოყალიბება).მიუხედავად იმისა,რომ ბოგომოლეცი ირწმუნებოდა სიცოცხლის გახანგრძლივების თეორიის შესაძლებლობის არსებობას,თავად 1946 წლის 19 ივლისს, 65 წლის ასაკში განმეორებითი პნევმოთორაქსის შედეგად აღესრულა.როდესაც სტალინმა ალექსანდრეს გარდაცვალების შესახებ გაიგო ინფორმაცია,ცინიკურად ჩაილაპარაკა:
” - მან ყველა ჩვენთაგანი გაგვაბრიყვა!” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ,აბსურდული ბრალდებებით საშინელი რეპრესიები განხორციელდა იმ მეცნიერების წინააღმდეგ,რომლებიც “სიცოცხლის გახანგრძლივების თეორიაზე” მუშაობდნენ ალექსანდრესთან ერთად.ამავე დროს დაიხურა გერონტოლოგიური ინსტიტუტი,რომელმაც მუშაობა მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდგომ განაახლა.